Argonaut-მა და Volkswagen-მა ავტომობილის მთავარ ღირებულებას ხაზი გაუსვეს და მის გამძლეობაზე ალაპარაკდნენ.
სპეციალურად Super Bowl-სთვის გადაღებულ რეკლამაში ავტომობილს ჯერ 100000 მილიც არ აქვს გავლილი და Volkswagen-ის ინჟინრებს უკვე ფრთები ეზრდებათ.
რეკლამის სიუჟეტის მიხედვით, პატარა გოგონას მამა უხსნის, რომ ყოველი 100000 მილის შემდეგ ინჟინრებს ფრთები ეზრდებათ და გოგო ამატებს, რომ ყოველი 200000 მილის შემდეგ “რბილი ადგილიდან” ცისარტყელა გამოდის.
აი, ასეთი პოზიტივით და ღიმილით Volkswagen-ი გვახსენებს, რომ მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო მანქანაა იმიტომ, რომ მას “ფრთიანი” ინჟინრები ამზადებენ.
http://youtu.be/ns-p0BdUB5o














