in

სუპერთასის საუდის არაბეთში ჩატარების სანაცვლოდ იტალიის ფეხბურთს ფედერაცია 200 მილიონ ევროს მიიღებს

Sporti
Sporti

საუდის არაბეთი იტალიის ფეხბურთის ფედერაციას 6 წლიან კონტრაქტს და 200 მილიონს სთავაზობს, სანაცვლოდ კი იტალიის სუპერთასის მომდევნო 6 გათამაშებას არაბეთმა უნდა უმასპინძლოს. მხარეებს შორის აღნიშნული სახის თანამშრომლობა უკვე არსებობდა, თუმცა ახალი ხელშეკრულების გაფორმების დროს გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, კერძოდ არაბულმა მხარემ პირობების გადახედვა მოითხოვა, მათი სურვილია გათამაშებამ ფორმატი შეიცვალოს და სერია ა-ს და თასის გათამაშების გამარჯვებულის ნაცვლად, ტურნირში 4 გუნდი ჩაერთოს. საუბარია ჩემპიონატის მეორე ადგილოსანზე და თასის ფინალისტზე, ანუ ვერცხლის მედლების მფლობელზე.

აღნიშნული ინიციატივა იტალიელებს დიდად არ ხიბლავთ, მიუხედავად იმისა რომ მსგავსს პირობებს უკვე დათანხმდნენ მათი ესპანელი კოლეგები და მათი სამეფო სუპერთასი მსგავსი ფორმატით სხვა კონტინეტზე უკვე ჩატარდა. იტალიაში ფანების უმრავლესობა თვლის რომ ეს ცუდი ნაბიჯი იქნება, რომელიც ტიტულს ხიბლს და აზრს დაუკარგავს. თუმცა საუბარია დიდ ინვესტიციაზე და მარკეტინგულ კამპანიებზე, ასევე წინა პლანზე გადადის მატჩის სატელევიზიო უფლებები, როგორც ცნობილია ბეინ სპორტი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი დეტალია, 200 მილიონის გარდა მოლაპარაკებების მაგიდაზე საკმაოდ მსუყე სატელევიზიო პაკეტიც დევს, რომელიც ასევე დიდ თანხებს უკავშირდება.

საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, კოვიდ სიტუაციის ფონზე, სავარაუდოდ იტალიელები ამ გარიგებას არ ჩაშლიან, თუმცა მეორე მხარეს აბობოქრებული ტიფოზები დგანან, რომელთათვისაც სუპერთასი სხვა რანგის გათამაშებაა და მისი ამ სახით გარდასახვა სიმპათიების ნამდვილად არ იწვევს.

სად და როგორ შეგიძლიათ iPhone 13-ის შეძენა? – საქართველოში Apple-ის ოფიციალური პარტნიორის, „ელიტ ელექტრონიქსის“ რჩევები

მარკეტინგული კრახი? ბარსელონას მესი მხოლოდ აზიაში ან ამერიკაში უნდა გაეშვა