in

ყელზე მისამაგრებელი მოწყობილობა, რომელიც COVID-19-ის ადრეულ სიმპტომებს ამოიცნობს

veon
veon

ჩიკაგოში, Northwestern University-ს მკვლევარებმა შექმნეს კანზე მისამაგრებელი მოწყობილობა, რომელსაც COVID-19-თან ასოცირებული სიმპტომების ამოცნობა შეუძლია. მოწყობილობა, რომლის დამაგრებაც ყელზე შეიძლება, აღრიცხავს, რამდენად ხშირად ახველებთ, როგორია თქვენი სხეულის ტემპერატურა და აფიქსირებს, გაქვთ თუ არა სუნთქვის პრობლემები. Northwestern University-ის ბიოინტეგრირებული ელექტრონიკის ცენტრის დირექტორი – ჯონ როჯერსი CNET-თან საუბრისას ამბობს, რომ მოწყობილობა არ იყენებს მიკროფონს, როგორც შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა ივარაუდოს. ამის ნაცვლად, მეცნიერებმა მაღალი გამტარუნარიანობის მქონე აქსელერომეტრი (ვიბრაციის მზომი) გამოიყენეს. სპეციალური სენსორი კანის მოძრაობას ზომავს, ისევე, როგორც გულისცემასა და სიცხეს, შედეგები კი თქვენს სმარტფონში აისახება. შედეგად, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება კორონავირუსის სიმპტომების მონიტორინგის პროცესმა კლინიკებიდან სახლებში გადაინაცვლოს.

რა თქმა უნდა, მოწყობილობა, ჯერჯერობით, განვითარების ძალიან ადრეულ სტადიაზეა. მართალია, ის უკვე შექმნილია, თუმცა, საჭიროებს მრავალმხრივ გამოცდასა და დახვეწას. ამ ეტაპზე, ის 25 ადამიანზე გამოცადეს, იმისათვის, რომ მოწყობილობის ეფექტურობა შეესწავლათ.

მოწყობილობა შეიქმნა, რათა დაეხმაროს ადამიანებს კორონავირუსის ადრეულ გამოვლენაში, იმისათვის, რომ მისი გავრცელების შანსები შეამციროს. მანამ, სანამ მისი სიმპტომები ცხადად იჩენენ თავს და მანამ, სანამ ტესტირებისთვის შესაბამის დაწესებულებას მივმართავთ. ამ ეტაპზე, მოწყობილობის ტექნიკური სახელია “suprasternal notch“.

რჩევები: რა და როგორ გავყიდოთ Amazon-ზე საქართველოდან?

საქართველოში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, სადეზინფექციო კაბინა შეიქმნა