21
Aug
2019

Supreme მობილურ ტელეფონს უშვებს 

21 Aug 2019

საიდუმლო არავისთვის არის, რომ „სმარტფონების“ ფასი დღითიდღე იზრდება. მრავალფეროვანი ფუნქციები და განახლებები, ყოველი მომდევნო თაობის მობილურ ტელეფონს, უფრო აძვირებს. თანაც, ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა – ტექნოლოგიურ კომპანიებს ნამდვილი ომი აქვთ „გაჩაღებული“. ამ დროს კი, ტანსაცმლისა და სკეიტბორდების მაღაზიათა ქსელი, ამერიკული ბრენდი Supreme, ყველასათვის ძალიან მოულოდნელად, მობილურ ტელეფონს უშვებს.

 

Photo Credit: Engadget

Supreme-ს „მობილური“ 2 სიმბარათი იდება, აქვს 6 სანტიმეტრიანი ეკრანი, 3G ინტერნეტი და 128 MB-იანი მეხსიერება. ბრენდი, 16 GB-იან მიკრო SD ბარათსაც უშვებს, მათთვის, ვისაც ტელეფონში მეტი ფოტოს, ვიდეოს და ა.შ. შენახვა დასჭირდება. მთავარი ბენეფიტი მისი ფასია –  Supreme/BLU Burner Phone $33 დოლარი ეღირება.

მობილური ტელეფონი,  22 აგვისტოდან, ლონდონში, ლოს-ანჟელესში, ნიუ-იორკსა და პარიზში, Supreme-ის მაღაზიებში გაიყიდება. ასევე, განთავსდება საერთაშორისო „ონლაიან“ სავაჭრო პლატფორმებზე. ანუ, მათი გამოწერა, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი.

 

განხილვა