ელექტრონული კომერციის სწრაფ განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იცვლება თავად მომხმარებლების ქცევა. მათ სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ, რათა სასურველი პროდუქტები სხვადასხვა ადგილას შეიძინონ, ამიტომ უპირატესობას ისეთ სერვისებს ანიჭებენ, სადაც საჭირო პროდუქციის შეძენას ერთ სივრცეში შეძლებენ და შეკვეთასაც უმოკლეს დროში მიიღებენ.
ქართულ E-commerce ინდუსტრიაში არაერთი ონლაინ მაღაზია მოიძებნება, თუმცა ძნელად შეხვდებით პლატფორმას, რომელიც საცალო მომხმარებლის გარდა B2B მიმართულებასაც ემსახურება. ამ კუთხით, Supta.ge ნამდვილად გამოირჩევა და ერთ სივრცეში ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, რომელიც ბიზნესის ყოველდღიური ოპერირებისთვის არის აუცილებელი და სახლის პირობებშიც აქტიურად მოხმარებადია.
ონლაინ პლატფორმის შექმნამდე, „სუფთას“ გუნდმა ამავე პროდუქციის დისტრიბუციით დიდი გამოცდილება დააგროვა და სამედიცინო, ჰორეკა, საგანმანათლებლო თუ ბიზნესის სხვა სექტორები მოიცვა.
9 კატეგორიაში გაერთიანებული 600-მდე პროდუქტის გარდა, supta.ge მიტანის უსწრაფესი მომსახურებით გამოირჩევა. აღსანიშნავია თავად პლატფორმაც, რომელიც ბიზნესის მომარაგების მოთხოვნის შესწავლის შედეგად შეიქმნა და დღემდე აქტიურად ზრუნავს, როგორც „ინტერფეისის“, ასევე სასაქონლო პორტფელის განახლებაზე, მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით.
Supta.ge-ის სერვისებსა და E-commerce ბაზრის ტენდენციებზე კომპანიის დირექტორი, დავით დათიკაშვილი გვესაუბრა.
M: ბაზარზე საკმაოდ მომრავლდა Ecommerce პლატფორმები, საცალო ბიზნესისთვის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ B2B მიმართულებით დიდი არჩევანია. გვიამბეთ, როგორია supta.ge-ის კონცეფცია და ბიზნეს მოდელი?
სუფთას ბიზნეს მოდელი ჩვენი გუნდის პირად გამოცდილებას ეფუძნება. სხვადასხვა კომპანიაში მუშაობისას, ხშირად ვაწყდებოდით ოფისის მომარაგების პრობლემას.
- არ არსებობდა სწრაფი მომარაგების სერვისის მქონე კომპანია.
- როგორც მომხმარებლებს, ობიექტზე გვიწევდა მისვლა საჭირო პროდუქტების შესაძენად და ამაში საკმაოდ დიდი დრო გვეხარჯებოდა.
- პრობლემა იყო საბუღალტრო დოკუმენტაციის დროული მოწოდებაც, უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვის დროს.
აღნიშნული პრობლემის გაანალიზების შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვექმნა მომარაგების ისეთი სერვისი, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს თუ ფიზიკურ პირს, დასუფთავების, კანცელარიისა და სამეურნეო პროდუქციის ერთ სივრცეში შეძენის შესაძლებლობას მისცემდა.
მიზანს მივაღწიეთ და დღესდღეობით:
- უსწრაფესი მიწოდების სერვისით ვემსახურებით ყველა ტიპის ბიზნეს დაწესებულებას.
- მომხმარებელს ვთავაზობთ უნიკალურ პლატფორმას, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი ის ძირითადი პროდუქცია, რაც ყველა ოფისსა თუ წარმოებაში გამოიყენება.
- პლატფორმა აღჭურვილია გადახდის მრავალფეროვანი, მოქნილი და გამარტივებული მეთოდებით. მათ უწყვეტობას კი ჩვენი პარტნიორები, საქართველოს ბანკი და citypay.io– კრიპტოვალუტის პროვაიდერი კომპანია უზრუნველყოფენ.
M: როგორ შეაფასებდით ზრდის დინამიკას, რასაც ამ დრომდე მიაღწია კომპანიამ?
კომპანია 2016 წელს დაფუძნდა. პირველი ორი წელი სადისტრიბუციო ქსელისა და სასაქონლო პორტფელის ფორმირებას დაეთმო. იმ დროისათვის, „სუფთა“ ძირითადად ჰორეკას სექტორს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფე-ბარებს ამარაგებდა.
2020 წლის დასაწყისში, პანდემიის პირობებში, ჩვენი დღის წესრიგიც შეიცვალა. ვებგვერდის ძველი ვერსია ძალიან მალე სრულფასოვან E-commerce პლატფორმად გარდავქმენით, ჩვენს პარტნიორ დეველოპერ კომპანია webdoors.ge-თან ერთად და შედეგმაც არ დააყოვნა. 2019 წელთან შედარებით, 2020 წლის ბოლოსთვის, მომხმარებელთა რაოდენობა 700%-ით გაიზარდა. 2021 წლიდან კი აქტიურად ჩავებით ციფრული მარკეტინგის წარმოებაში Erti Agency-ის გუნდთან ერთად და ამ ყველაფერმა მომხმარებლების ლოიალური განწყობის სწრაფად მოპოვებას შეუწყო ხელი.
M: მეტწილად, B2B თანამშრომლობაზე ხართ ორიენტირებული – მიმოვიხილოთ, როგორია თქვენი სამიზნე სეგმენტი?
კომპანიის შექმნის დღიდან, პრიორიტეტი B2B მიმართულება იყო. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი ლოიალური მომხმარებელი შევიძინეთ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დროისათვის ჩვენს პორტფელში ყველაზე დიდი წილი მაინც ჰორეკას სექტორის წარმომადგენლებზე მოდის, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აქტიურად იზრდება კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხვიც. ასევე, ინტენსიურად გვემატებიან საწარმოები, ოფისები და სილამაზის სალონები თუ ესთეტიკის ცენტრები.
M: რა ტიპის პროდუქტს სთავაზობთ სამიზნე სეგმენტს და როგორია ამ პროდუქტების ხარისხი?
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თავისი საჭიროებიდან გამომდინარე აირჩიოს საშუალო თუ პრემიუმ ხარისხის 50-მდე დასახელების ბრენდის პროდუქცია, როგორიცაა მაგალითად: Bagi, Selpak, Berta, Deli, Jacobs, KEIHL, Defender, Best towel, Pronto, Grass, Diversy და ა.შ.
ჩვენი ონლაინ პლატფორმის ნავიგაცია, რომ გაგვემარტივებინა მომხმარებლისთვის, 600-მდე დასახელების პროდუქტი 9 კატეგორიაში მოვაქციეთ, ესენია:
- ქიმია და დეზინფექცია
- ერთჯერადი პროდუქცია
- სამედიცინო პროდუქცია
- ხელსაწმენდები
- საკანცელარიო ნივთები
- დისპენსერები
- სამეურნეო საქონელი
- კომპიუტერული აქსესუარები
- საოფისე კვება
M: რა ტიპის გადახდის მეთოდებს სთავაზობს Supta.ge თავის მომხმარებლებს?
Supta-ზე მომხმარებელს ანგარიშსწორების 3 განსხვავებულ მეთოდს ვთავაზობთ:
- საბანკო გადარიცხვა ინვოისის საფუძველზე.
- ბარათით გადახდა (ფიზიკური პირებისთვის რეგისტრაცია/ავტორიზაციის გარეშე, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებით).
- კრიპტოვალუტით გადახდა (ფიზიკური პირებისთვის რეგისტრაცია/ავტორიზაციის გარეშე, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებით).
შეიძლება ითქვას, რომ პირველი და ერთადერთი E-commerce პლატფორმა ვართ საქართველოში, სადაც მომხმარებელს რეგისტრაცია/ავტორიზაციის გარეშე, მხოლოდ, მობილურის ნომრის მითითებით შეუძლია ანგარიშსწორება.
M: როგორ არის შესაძლებელი თქვენთან თანამშრომლობა ?
შეგვიძლია გამოვყოთ თანამშრომლობის 2 ძირითადი მიმართულება:
მყიდველებისთვის: ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია ვებგვერდზე გაიაროს მარტივი რეგისტრაცია და ინვოისის საფუძველზე, საბანკო გადმორიცხვით ან ბიზნეს ბარათით გადაიხადოს. გადმორიცხვიდან 2-3 სამუშაო საათში კი, ჩვენი დისტრიბუცია შეკვეთას ადგილზე მიუტანს, თბილისის მასშტაბით. რეგიონების მომარაგებისთვის საქართველოს ფოსტასთან ვთანამშრომლობთ.
იმპორტიორებისა და ადგილობრივი წარმოებებისთვის: Supta.ge-ზე ჩვენ მიერ იმპორტირებული პროდუქციის გარდა, სხვა იმპორტიორებსაც აქვთ შესაძლებლობა განათავსონ თავიანთი საქონელი. ასევე, აღსანიშნავია აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ მწარმოებლებთან. გვინდა, ქართული საწარმოებისთვის Supta.ge-ს სახით განვავითაროთ ერთგვარი ჰაბი და მივცეთ შესაძლებლობა განათავსონ თავიანთი წარმოებული პროდუქცია ჩვენს ვებგვერდზე.
შესაბამისად, ნებისმიერ ქართულ საწარმოს თუ იმპორტიორ კომპანიას შეუძლია დაგვიკავშირდეს კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, მოგვწეროს ელ.ფოსტაზე ან სოციალურ ქსელებში და ჩვენი გუნდის წევრები აუცილებლად მიაწვდიან მათ თანამშრომლობისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას.
M: რა სიახლეებს უნდა ველოდოთ Supta.ge-ისგან უახლოეს მომავალში ?
მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის შეძენა და ადგილზე მიღება იყოს მაქსიმალურად მოქნილი, კომფორტული და ავტომატიზებული პროცესი. ამიტომ supta.ge მუდმივად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, რაც მომხმარებლის ქცევასა და მოთხოვნებზე არის დაფუძნებული. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ვებ გვერდის სრული განახლება, რომელიც მომდევნო თვის ბოლომდე გაეშვება და ჩვენს ერთგულ თუ ახალ მომხმარებელს კიდევ უფრო გამარტივებულ ,,ინტერფეისს’’ შესთავაზებს, პარალელურად კი მობილური აპლიკაციის შექმნაზე ვმუშაობთ. გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელებში, რომ არ გამოგრჩეთ სიახლეები.
[R]