in

supta.ge – ბიზნესის მომარაგების Ecommerce პლატფორმა – უნიკალური შესაძლებლობები იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის

ამ სტატიაში ვაგრძელებთ საუბარს E-commerce პლატფორმის, supta.ge-ის შესახებ, რომლის ინოვაციური ბიზნეს მოდელიც პირველ სტატიაში გაგაცანით.

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ საწარმო, ოფისი, სასტუმრო, რესტორანი თუ ნებისმიერი სხვა სახის კომერციული ობიექტი, რომლისთვისაც ყოველდღიურად გჭირდებათ ხელსახოცი, თხევადი საპონი, საკანცელარიო და სამეურნეო პროდუქცია. ბიზნესის შეუფერხებელი ოპერირებისთვის კი მათი დროული მომარაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. Supta.ge არის სწორედ ის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც თქვენ მარტივად შეძლებთ პროდუქტების ონლაინ შეძენას და ობიექტის 2-3 საათში მომარაგებას.

გარდა იმისა, რომ supta.ge-ზე შეხვდებით მისსავე იმპორტირებულ პროდუქციას, კომპანია სხვა ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებსაც სთავაზობს თავიანთი პროდუქციის ვებგვერდზე განთავსებას და მის რეალიზაციას.

Supta.ge-ზე პროდუქტის განთავსებით იმპორტიორებსა და მწარმოებელ კომპანიებს არაერთი სარგებლის მიღება შეუძლიათ:

    • გამართული E-commerce ვებსაიტის ინფრასტრუქტურა, რომლის მუდმივ განახლებაზეც მუშაობს დეველოპერთა ჯგუფი UX/UI დიზაინერებთან ერთად, რომ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული  იყოს მის გამოყენება.
    • პროდუქტის ცნობადობის გაზრდა, რაც მოიცავს ვიზუალური კონტენტის მომზადებას და განთავსებას ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებში,  Google-ის საძიებო სისტემაში და ასევე მის რეკლამირებას ყველა ტრენდულ საკომუნიკაციო არხში. კომპანიაში ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი და გამოცდილი გუნდი მუშაობს.
    • აუცილებლად გამოსაყოფი არის წლების განმავლობაში დახვეწილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური სისტემა. კომპანიას აქვს საკუთარი ავტოპარკი, სასაწყობე ნაშთების სწორი კონტროლის მექანიზმი და ორგანიზებული მიწოდების სისტემა, რის გამოც მომხმარებელი ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში იღებს პროდუქციას ადგილზე მაქსიმუმ 2-3 საათში.

დღესდღეობით E-commerce ინფრასტრუქტურის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და დიდ ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული.

ერთი მხრივ, საჭიროა ვებგვერდის შექმნა, რომელიც საჭიროებს რამოდენიმე განსხვავებული სპეციალისტის ჩართულობას (ვებ დეველოპერი, UX/UI დიზაინერი, SEO სპეციალისტი, ტესტერი და ა.შ). მეორე მხრივ, მარკეტინგული ციფრული არხების გამოყენებით აუცილებელია ფართო აუდიტორიისთვის პროდუქტის გაცნობა (Awareness) და სამიზნე მომხმარებლისთვის კონკრეტული შეთავაზების გაკეთება. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ნებისმიერ იმპორტიორსა თუ მწარმოებელს შეუძლია თავიდან აირიდოს სუფთასთან თანამშრომლობით და სრული რესურსი საკუთარი პროდუქტის გაუმჯობესებისკენ მიმართოს.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ სარგებელზე, რასაც სუფთასთან თანამშრომლობით იმპორტიორები და მწარმოებლები იღებენ, თუმცა არ გვიხსენებია ყველაზე მთავარი – Supta.ge, როგორც ერთგვარი ,,ჰაბი’’, რომელიც აერთიანებს იმპორტიორებს, ადგილობრივ მწარმოებლებს და, რაც მთავარია, იმ მომხმარებლებს, რომლებიც ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქტს აქტიურად მოიხმარენ. პროდუქტის Supta.ge-ზე განთავსება ავტომატურად ნიშნავს, რომ ის პირდაპირ ფართო მიზნობრივი აუდიტორიისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

Supta.ge-ზე 50-მდე ცნობილი ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. მაგალითად: Selpak, Fairy, Jacobs, Defender, KIEHL, Grass, Anti Germ, Diversy და სხვა მრავალი. უნდა აღინიშნოს, რომ ,,სუფთა” არის მიკროფიბრის ტილოების მწარმოებელი კომპანია Besttowel-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელიც გლდანში თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას და გააქვს ექსპორტზე. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს შვედური-პრემიუმ კლასის ბრენდი Bona და მისი მაღალი ხარისხის პროდუქციაც, რომლის შეძენა ონლაინ სივრცეში მხოლოდ supta.ge-ზე არის შესაძლებელი.

დღესდღეობით Supta.ge-ის პლატფორმითა და მომსახურებით 800-ამდე  კორპორატიული მომხმარებელი სარგებლობს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კომპანიის დაარსებიდან დღემდე, სუფთას გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ პარტნიორობა ნებისმიერი მსურველისთვის მარტივი და სარგებლის მომტანი იყოს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია უბრალოდ მისწეროს სუფთას სხვადასხვა სოცქსელში, დაუკავშირდეს ელფოსტის მეშვეობით ან ტელეფონის საკონტაქტო ნომერზე.

ეს ყველაფერი არ არის, რაც supta.ge-ზე შეიძლება გაიგოთ. თუკი ამ სტატიაში იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის საინტერესო უპირატესობებზე ვისაუბრეთ, მომდევნო სტატიები საშუალებას მოგცემთ, კიდევ უფრო ახლოს გაიცნოთ კომპანიის საქმიანობა, მათ შორის პლატფორმის უნიკალური შესაძლებლობები და მიმდინარე სიახლეები.

[R]

BMW მანქანების ვირტუალურად წარმოებას იწყებს!

SpaceX დედამიწის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც 10 დღის წინ გადაიღო