Marketer.ge წარმოგიდგენთ მაღაზიათა ქსელის სუფთა სახლი ვიდეორგოლს, რომელიც 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. მასზე საკომუნიკაციო სააგენტო Holmes & Watson-მა იმუშავა. 8 ივნისს მომხმარებლებს სუფთა სახლის ყველა მაღაზიაში დამატებით 20%-იანი ფასდაკლება დახვდებათ. არ გაგიკვირდეთ, თუკი მაღაზიასთან ისეთივე რიგი დაგხვდებათ, როგორიც ვიდეოშია ნაჩვენები: მათი მაღაზიაში შეღწევის სურვილი იმდენად დიდია, რომ დიდხნიანი ლოდინიც არ ეზარებათ.. ზოგი კარვითაა მოსული, ზოგი კი სულაც მწვადს წვავს.. სუფთა სახლი გირჩევთ, რომ ეს დღე უსასრულო საყიდლების დღედ აქციოთ.
“სუფთა სახლი 5 წლის ხდება, სწორედ ამიტომ ეს საიუბილეო რიცხვი გვინდოდა განსხვავებულად გადმოგვეცა და სწორი მესიჯი მიგვეწოდებინა მომხარებელებისთვის. სუფთა სახლის მომხარებელი მიჩვეულია ჩვენგან მუდმივ აქციებს და კონკურენტულ ფასს, თუმცა 8 ივნისს, ჩვენ არ ვაკეთებთ უბრალოდ 20% -იან ფასდაკლებას. ეს არის უკვე ფასდაკლებულ პროდუქციაზე 20% ფასდაკლება. რაც ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე უპრეცედენტოდ დაბალი ფასებით ვიქნებით წარმოდგენილი, თანაც სრულ ასორტიმენტზე. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, 8-ში არც ერთი ჩვენი მომხარებელი არ დარჩება სახლში. სწორედ ეს მესიჯი გადმოვეცით კლიპში, რომელიც Holmes&Watson-მა გადაიღო. ვიდეორგოლში ნაჩვენებია, ძალიან ბევრი საინტერესო პერსონაჟი, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური მომხარებლები არიან და მოთმინებით ელოდებიან თავიანთ რიგს.” – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=396495327620694″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[R]