„სუფთა სახლი“ აქტიურად ერთვება ვაქცინაციის კამპანიაში – მომხმარებელთა და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის, მოუწოდებს დასაქმებულებს, ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. კომპანიაში ამბობენ, რომ დღეს, როგორც არასდროს, ისეთი მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალებით ბრძოლა, სხვაგვარად პანდემიის დამარცხება შეუძლებელია.
თანამშრომელთა წახალისების მიზნით, „სუთა სახლმა“, დამატებით, რამდენიმე სახის აქტივობაც დაგეგმა:
- ყველა აცრილ თანამშრომელს საშუალება იქნება, ჩაერთოს წამახალისებელ გათამაშებაში, 30 სექტემბრის ჩათვლით – სრულად ვაქცინირებულ თანამშრომელს გადაეცემა 2 ბილეთი და ექნება შესაძლებლობა, მოიგოს 2-კაციანი საგზური საქართველოს კურორტზე, ან მიიღოს „სუფთა სახლის“ ვაუჩერი
- მეტი მოტივაციისთვის, აცრილ თანამშრომლებს მიეცემათ დამატებით დასვენების დღეები
გარდა ამისა, კომპანია აქტიურად არის ჩართული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებულობის პროცესში – უკვე ჩატარდა შემეცნებითი შეხვედრა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან. მან, თითოეულ თანამშრომელს, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
„სუფთა სახლში“ ფიქრობენ, რომ უსაფრთხო გარემო მხოლოდ სრულად ვაქცინაციის პირობებში იქნება. სწორედ ეს არის მათი აქტივობების მიზანი. მომხმარებელთა ინფორმირებისთვის, თითოეულ აცრილ თანამშრომელს ეკეთება გულსაბნევი სრულად ვაქცინირების მითითებით.
„მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ თანამშრომელს პანდემიის პირობებში თავდაუზოგავი შრომისა და იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობისთვის. ასევე, გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ იმ ნაწილს, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუკეთებია ვაქცინა, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება. მზად ვართ, დავეხმაროთ, პროფესიონალების დახმარებით, მათ მიიღონ ამომწურავი და დადასტურებული ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის შესახებ. დღე, ამ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გაითავისოს საკუთარი როლი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და მის დამარცხებაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევქმნათ უსაფრთხო გარემო არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვების სიცოცხლის დასაცავად“.
[R]