in

სუფთა სახლში სტუდენტებისთვის კარიერული მენტორშიფის უნიკალური პროგრამა დაიწყო

დღეს, როდესაც დასაქმების ბაზარს მრავალფეროვანი მოთხოვნა აქვს ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, პირველ რიგში აუცილებელია, მკაფიოდ გვქონდეს გააზრებული, რისი კეთება გვსურს და საით მივდივართ. ასევე, აუცილებელია, აღვიჭურვოთ ყველა იმ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტითა თუ პრაქტიკული ცოდნით, რასაც დღეს თანამედროვე სტანდარტები გთხოვს.

კარიერული მენტორშიფის პროგრამა, ეს არის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი, იმ ახალგაზრდა ადამიანებისათვის, ვისაც სურს, გაერკვეს საკუთარ პროფესიულ არჩევანში, გამოკვეთოს ძლიერი და სუსტი მხარეები, მოახდინოს თვითიდენტიფიცირება, გაძლიერდეს პიროვნულად და ამ ყველაფრის ფონზე ეფექტურად დაპოზიციონირდეს დამსაქმებლის წინაშე.

რაც მთავარია, პროგრამის დახმარებით, მონაწილე შეძლებს, გაიმყაროს პრაქტიკული ცოდნა კომპანიის ადმინისტრაციული მენეჯმენტის სხვადასხვა დეპარტამენტში — მათ შორისაა ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, PR და სოციალური მედიის მართვა, ადმინისტრაციული და კორპორატიული სამართალი, გაყიდვები, E-commerce, ბიზნესპროცესების მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, აუდიტი და სხვა.

პროგრამა 6-კვირიანია — ამ პერიოდის მანძილზე პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ 6 თეორიული და 6 პრაქტიკული შეხვედრა, რომლებიც დაფუძნებულია Role Play და case study მოდელზე, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, ცოდნის მიღების პარალელურად უშუალოდ ჩაერთონ კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტისა და ბიზნეს პროექტის მართვის პროცესში, ხელმძღვანელი პირებისგან მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, მათთან ერთად გაანალიზონ სხვადასხვა ქეისი თუ სიტუაციური ამოცანა — მოახდინონ ბიზნესის მართვის მექანიზმების ეფექტური სიმულაცია

.
დარგებად დაყოფილი პროგრამის მიმდინარეობის პარალელურად, მონაწილეებს ჩაუტარდებათ კარიერული ქოუჩინგის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული საერთო მასტერკლასები, რის საფუძველზეც, მონაწილეთათვის შეიქმნება ინდივიდუალური კარიერული ბრენდბუქი, რაც მოიცავს:

  • თანამედროვე სტანდარტის რეზიუმესა თუ კარიერული რეპრეზენტალურობის ინსტრუმენტების სტანდარტიზებას;
  • ეფექტური გასაუბრებისა და დამსაქმებელთან მოლაპარაკების წარმოების ხელოვნებას;
  • შრომის სამართალს — რა უნდა ვიცოდეთ სანამ დავსაქმდებით და სხვა.

პროგრამის დასასრულს მონაწილე მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს და დამატებით, მოთხოვნისამებრ, სარეკომენდაციო წერილს კომპანიის HR-ისა და იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, სადაც გაივლის დარგობრივ მენტორშიფს.

  • მენტორშიფის პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელი პირობაასუფთა სახლის“ ქსელის ფილიალებში მოლარისა და/ან კონსულტანტის პოზიციაზე საზაფხულო დასაქმება;
  • საზაფხულო დასაქმებისა და მენტორშიფის პროგრამაში მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრებების შედეგად, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, განურჩევლად კურსისა, ასევე კურსდამთავრებულებს.

სრული პროგრამის დასრულების შემდგომ, კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრებები, რის საფუძველზეც, გამოვლინდებიან კანდიდატები გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივით  კომპანია „სუფთა სახლისა“ და/ან მისი პარტნიორი ბიზნეს კომპანიების მასშტაბებით.

„თუ კი ხარ სტუდენტი და გსურს ეფექტურად დაგეგმო საკუთარი კარიერა, ეს პროგრამა სწორედ შენთვის არის!“

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

[R]

რა ხდის ლოგოს „ნორმალურს“?

რატომ იგზავნებოდა Facebook-ზე მეგობრობის თხოვნები ავტომატურად?