in

„სუფთა სამყარო“ – კომპანია, რომლის მთავარი ღირებულება საკუთარი თანამშრომლები და სამუშაოს ხარისხია

16-წლიანი ისტორია, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები! – ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელ აპოლონ გოლეთიანთან

დალაგებისა და დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ 16 წლის გახდა. დღეს, ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშისთვის განვლილი გზა არც ისე მარტივი იყო. განსაკუთრებით, პირველი რამდენიმე წელი, როცა დასუფთავების სერვისზე მოთხოვნა, ფაქტობრივად, არ იყო. მეტიც, თითქმის, არავინ იცოდა, რომ ასეთი მომსახურება არსებობდა. თუმცა, ვერც ამ მოცემულობამ და ვერც შემდეგ გაჩენილმა დაბრკოლებებმა, ბრენდის შემქმნელსა და ახლა უკვე მმართველ პარტნიორს, აპოლონ გოლეთიანს აზრი ვერ შეაცვლევინა, შეექმნა „რეალურად სუფთა გარემო“.

„იდეა ბავშვობაში გამიჩნდა, როცა დედას სახლის დალაგებაში ვეხმარებოდი. მარტო დავრჩებოდი თუ არა, აბაზანას და სამზარეულოს ვასუფთავებდი, შემდეგ კი, ბედნიერი ვიყავი, რომ მას შრომას ვუმსუბუქებდი. უკვე ზრდასრულ ასაკში, ბავშვობის ჰობის ბიზნესიდეად ქცევას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. იმ პერიოდში, ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, სადაც მთელი პროცესი, ძირითადად, მაშინდელი მეთოდებით იმართებოდა – იატაკის ხის ჯოხი, მასზე გადახვეული ძველი ტანსაცმლის ნაჭერი და ძველი გაქუცული ჩვრები. დასუფთავების ერთადერთი მეთოდი არსებობდა და ეს იყო ზედაპირების ზედაპირული წმენდა. არანაირი ლაქების მოშორება, სიღრმისეული და გენერალური დასუფთავება. ამის გამო, მაშინდელი ორგანიზაციების ინტერიერში ძირითადად „რუხი“ ფერის გარემო ჭარბობდა. მე კი ვფიქრობდი, რომ შესაძლებელი იყო, ინიციატივა გამომეჩინა და დამეწყო ბიზნესი, რომლითაც, საქმის კეთებასთან ერთად, გარკვეულ ცვლილებებს შევიტანდი დასუფთავების სფეროში“. 

დღეს, კომპანიის მენეჯმენტისთვის მთავარი საქმისა და საკუთარი გუნდისადმი დამოკიდებულებაა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი, ის დიასახლისები და დასუფთავების სპეციალისტები, ვინც სხვა ადამიანებისთვის, ნამდვილ სუფთა გარემოს ქმნიან. რაც შეეხება სერვისებს, „სუფთა სამყარო“ მომხმარებელს ნებისმიერი ფართის და სირთულის შენობის, ოფისის, სამრეწველო, საწარმოო, სავაჭრო თუ სხვა სივრცეების პროფესიონალურ დასუფთავებას სთავაზობს. მისი სერვისები მოიცავს: ყოველდღიურ, კომპლექსურ, ექსპრეს, გენერალურ, რემონტის შემდგომ დასუფთავებას და სხვა განსაკუთრებულ პროექტებს“.

„ჩვენ ვქმნით რეალურად სუფთა გარემოს – აქტიურად ვმუშაობთ დამკვეთებთან, რომ შევთავაზოთ ეფექტური პაკეტები, რომელიც მაქსიმალურად მოერგება მათ ბიუჯეტს და ამასთან, მიიღებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას, სუფთა, ჯანსაღ გარემოს“. 

აპოლონ გოლეთიანი ამბობს, რომ კომპანიის მთავარი ღირებულებები მეგობრობა, გულწრფელობა, სანდოობა, ერთგულება, მზრუნველობა, კომფორტისა და იდეალური სისუფთავის სიყვარულია. მათი მომხმარებელი კი ყველა ის ბიზნესი თუ ადამიანია, ვისთვისაც ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია.

რა გზა გაიარა დაარსების დღიდან და რა უპირატესობები, თუ სამომავლო გეგმები აქვს „სუფთა სამყაროს“?! – ამ თემებზე აპოლონ გოლეთიანი გვიამბობს. მასთან საუბარი კომპანიის შექმნის პერიოდიდან დავიწყეთ:

„იმ დროს, რამდენიმე ახლად შექმნილი, მცირე კომპანია კი არსებობდა, მაგრამ დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ. სამწუხაროდ, დღეს, თითქმის, არც ერთი აღარ ფუნქციონირებს. პრინციპში, მაშინ, დასუფთავების სერვისზე, ფაქტობრივად, არ იყო მოთხოვნა. მომხმარებლებმა არც კი იცოდნენ, საერთოდ თუ არსებობდა ასეთი მომსახურება. კომპანიის შექმნაზე ჩემს იდეას რომ ვაჟღერებდი, ყველას უკვირდა, რა საჭირო იყო ცალკე მომსახურება, როდესაც ყველას თავისი დამლაგებელი ჰყავდა. მართალია, წლები დასჭირდა, თუმცა, გავიდა დრო და ამ სერვისის აუცილებლობა მომხმარებელმა შესრულებული სამუშაოების სისწრაფესა და ხარისხში დაინახა“.

როგორ შეიცვალა ბაზარი ამ 16 წლის განმავლობაში? 

აპოლონ გოლეთიანი: მოთხოვნა, ძირითადად, გაწეული მომსახურების ხარისხით გაჩნდა, რომლის დროსაც მომხმარებელი რეალურ, ანუ იდეალურ სისუფთავეს იღებდა. თავიდანვე ორი ძირითადი  მიმართულება გახდა აქტუალური: ყოველდღიური (რეგულარული) და ერთჯერადი დასუფთავება, როგორც კერძო პირებზე, ისე – ორგანიზაციებზე. პირველი მოთხოვნა ყოველდღიური დასუფთავების სერვისზე სახელმწიფო სეგმენტიდან დაიწყო, შემდეგ იყო – ბანკები, მსხვილი ორგანიზაციები. დღეს, უკვე ბევრი ორგანიზაცია დარწმუნდა დასუფთავების „აუთსორსის“ ეფექტურობაში და სარგებლობს კიდეც ამ სერვისებით.

კომპანიამ რა გზა გაიარა დღემდე და ახლა რა პოზიცია გიკავიათ ბაზარზე?

„სუფთა სამყარომ“ საქმიანობა ერთჯერადი დასუფთავების სერვისებით დაიწყო. პირველად ბინების რემონტის შემდგომი და გენერალური დასუფთავება დავიწყეთ. ძალიან მალე, ერთ-ერთი რესტორნის ყოველდღიური დასუფთავების სერვისზე გავაფორმეთ ხელშეკრულება. ამას მოყვა: ბანკები, მეტროპოლიტენი, „თბილისის ავტობუსების გაერთიანება“, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები. ამ დროს, თან ვსწავლობდით ახალ-ახალ მეთოდებს  და თან, დამკვეთებს ვემსახურებოდით. ჩვენ თვითონ ვადგენდით ტექნიკურ დავალებებს, რომელსაც კლიენტების საქმიანობის სპეციფიკას ვარგებდით.

დღეს, ძირითადი ყურადღება, მომსახურების ხარისხზე გვაქვს გადატანილი. შესაბამისად, მომსახურების ფასების დაწევაზე აქცენტს არ ვაკეთებთ. ეს საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ განსხვავებული და სასურველი კომპანია, ქართულ ბაზარზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ერთჯერად მომსახურებაზე, მაგალითად, რემონტის შემდგომ და გენერალურ დასუფთავებაზე, თვითდასაქმებული, კერძო, არარეგისტრირებული პირების მომსახურების ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე – ჩვენი. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მომხმარებელმა „სუფთა სამყაროს“ სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. კერძო პირი დამატებით ითხოვს მომხმარებლისგან, დაახვედროს დასუფთავების საშუალებები. გარდა ამისა, ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ იღებს საკუთარ თავზე და დამკვეთს გარანტიას ვერ აძლევს შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, რომ არაფერი ვთქვათ შრომის უსაფრთხოების დაცვაზე.

დღეს რა განსაკუთრებული მოთხოვნებია ამ სფეროში? 

მოთხოვნები, თითქმის, ყოველთვის სისუფთავის უმაღლეს სტანდარტზე არის, თუმცა უპირატესობა, უმეტეს შემთხვევაში, დაბალ ფასს ენიჭება. რა თქმა უნდა, დაბალი ფასი ვერ იძლევა შესაძლებლობას, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი აწიონ კომპანიებმა. ამიტომ, ხდება დიდი შეუსაბამობები მოთხოვნილ სტანდარტსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხს შორის. სამწუხაროდ, ეს შეუსაბამობა, ხშირ შემთხვევაში, არ არის მცირე. ზოგიერთ შენობაში შესვლისას და არსებული მდგომარეობის ნახვისას, შეიძლება, გაგიჩნდეთ განცდა, რომ საერთოდ არ ჰყავთ დამლაგებელი, არა და, დასუფთავების კომპანია ემსახურებათ. დღეს, საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს დასუფთავების სტანდარტები. ჩემი აზრით, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა რეგულირდებოდეს, იყოს დიფერენცირებული A, B და C კლასის შენობები/ოფისები სისუფთავის შესაბამისი სტანდარტებით და მიღება-ჩაბარების მკაცრი წესები, რომელიც აუცილებლად შესრულდება.

ერთი, რაც სხვა კომპანიებისგან „სუფთა სამყაროს“ განასხვავებს, გუნდია –  თქვენ გყავთ დიასახლისები და დასუფთავების სპეციალისტები. რატომ ასეთი მიდგომა?

ჩვენი დიასახლისები და დასუფთავების სპეციალისტები „სუფთა სამყაროს“ გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან. ისინი ქმნიან პირველ შეხედულებას კომპანიის შესახებ და არიან მთავარი მოქმედი პირები იმ დიდ სცენარში, რომელსაც მომხმარებლისთვის იდეალური კომფორტის შექმნა ჰქვია.

დიასახლისების საქმიანობა კონკრეტული ტერიტორიების დაორგანიზება – წესრიგში მოყვანაა, ანუ ტერიტორიის დალაგება. უფრო თუ დავაკონკრეტებთ, დიასახლისები არეულ ტერიტორიაზე ყველა ნივთს მიუჩენენ თავის ადგილს, დარეცხავენ ჭურჭელს, სარეცხს, დააუთოებენ თეთრეულს და ტანსაცმელებს, გაასწორებენ საძინებლის ლოგინებს, გადაწმენდენ მტვრებს და ა.შ. რაც შეეხება დასუფთავების სპეციალისტებს, ისინი მხოლოდ დასუფთავების სამუშაოებს ასრულებენ. მაგალითად, ზედაპირების დაგვა-დასუფთავება, ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის და ლაქების მოშორება, რემონტის შემდგომი ნარჩენების მოშორება, ფანჯრების დასუფთავება, რბილი იატაკების და ავეჯის ქიმური წმენდა და ა.შ. როგორც ხედავთ, ჩვენთან გამიჯნულია დალაგება და დასუფთავება. ამის მთავარი არსი ძალიან მარტივია – მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, ადამიანი, რომელსაც შეხება აქვს ღრმა, ჩამჯდარ დაბინძურებასთან, იქ სადაც მრავლად არის ბაქტერიები და ვირუსები, არ უნდა შეეხოს ისეთ ადგილებს, სადაც ჭურჭელი, თეთრეული და ტანსაცმელია.

რა კრიტერიუმით არჩევთ გუნდის წევრებს და მათ პროფესიულ განვითარებაზე როგორ ზრუნავთ? 

უპირატესობას ვანიჭებთ მათ, ვისაც უყვარს ადამიანებზე ზრუნვა და სიამოვნებს მათთვის კომფორტის შექმნა. ასევე, მათ, ვისაც სისუფთავის იდეალური აღქმა აქვს და დეტალების შემჩნევა შეუძლია. ჩვენი თანამშრომლების შერჩევა ძალიან სერიოზული კრიტერიუმებით ხდება, რაც კრიმინალურ ისტორიასაც კი მოიცავს – თითოეული მათგანი პასუხობს ჩვენი კომპანიის მოლოდინებს, ღირებულებებსა და შრომის ეთიკას.

რაც შეეხება მათ განვითარებაზე ზრუნვას, გვაქვს სასწავლო ცენტრი, სადაც მუდმივად გვაქვს თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული სწავლებები. ხშირ შემთხვევაში, ტრენინგები ინტერაქციულ ხასიათს ატარებს, განიხილება სიტუაციური „ქეისები“, რაც ძალიან ეფექტურს ხდის სწავლების პროცესს. სასწავლო მოდულები მთლიანად შემუშავებულია ჩვენი გუნდის მიერ, რომელსაც კომპანიის 16-წლიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილებების საფუძველზე ვადგენთ.

„სუფთა სამყაროს“ თანამშრომლებს გააჩნიათ ყველა სათანადო აღჭურვილობა და საშუალება, მოვალეობების უმაღლეს დონეზე შესასრულებლად. ეს ასევე გულისხმობს ამ თანამშრომლების პატივისცემასა და სათანადოდ დაფასებას. პოზიტიური გარემოს შექმნით კი ჩვენი თანამშრომლები ბუნებრივად არიან მიდრეკილნი, იმუშაონ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენთან საკმაოდ ხშირია როდესაც დასუფთავების სპეციალისტები ხდებიან დასუფთავების მენეჯერები, რომლებიც შემდეგ უკვე თვითონ მართავენ პროცესებს სხვადასხვა ობიექტებზე. უფრო მეტიც, ასეთი თანამშრომლები კომპანიის ადმინისტრაციაშიც კი დავაწინაურეთ და დღეს, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობენ.

დღეს რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროფესია? 

ვფიქრობ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღეს, პროფესიონალური დასუფთავება არასდროს ყოფილა – პანდემიის პირობებში, დასუფთავების პროცესების წარმოება გმირობის ტოლფასია. ჩვენი თანამშრომლები ეხებიან ისეთ ადგილებს რომლებიც ვირუსით დაბინძურების უმაღლესი რისკებს შეიცავს. ამიტომ, ასუფთავებენ სპეციალური ხსნარებით და, ფაქტობრივად, უვნებელყოფენ ზედაპირებს ვირუსისაგან.

შესრულებული საქმიდან სიამოვნების მიღება, სამუშაო გრაფიკის მოქნილობა, წესრიგის დამყარებიდან კმაყოფილების განცდა, დიდი გუნდის წევრობა, დასუფთავების სფეროს სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მისი სტაბილურობა, პროფესიონალური ცოდნის დაუფლება, სოციალურობა, საკუთარი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება – აი ეს გახლავთ ის მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რატომ უნდა აირჩიონ  ადამიანებმა ეს პროფესია.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლები არიან უჩინარი გმირები, რომლებიც არ ჩანან სამუშაოების წარმოებისას.

ჩვენი გუნდის მუშაობენ ისეთ დროს, როდესაც ტერიტორიაზე არავინ არის მათ გარდა, რადგან ასრულებენ საკმაოდ შრომატევად საქმეს, რომ იდეალურად სუფთა და კომფორტული გარემო შეუქმნან ადამიანებს.

დღეს ძალიან დიდი კონკურენციაა ამ ბაზარზე. „სუფთა სამყარო“ რით არის გამორჩეული? 

ეს ბიზნესი, თავიდან, იმდენად უფულოდ და მარტივად დასაწყები ჩანს, რომ ძალიან ბევრმა სცადა მისი კეთება. როგორც წესი, დასუფთავების ინდუსტრია ცდილობს, წარმატებას სერვისზე დაბალი ფასების შეთავაზებით მიაღწიოს. ასეთი შეთავაზებით კომპანიამ თანამშრომელთა ხელფასები მინიმალური ოდენობით უნდა გასცეს, ეს კი, უმეტესად, ვერ იძლევა სასურველ შედეგს. ჩვენი კომპანია დასაქმებულებს ამ სფეროში არსებულ საშუალო ტარიფებზე საკმაოდ მაღალ ხელფასებსა და „ბენეფიტებს“ სთავაზობს. შესაბამისად, იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს ვიზიდავთ, ვინც საუკეთესო სერვისს აწვდის მომხმარებელს. სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების გასაღები. „სუფთა სამყაროს“ მთავარი უპირატესობა ბაზარზე მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და იმის ცოდნაა, თუ რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ, ან – რა გვინდა, რომ მივიღოთ თითოეული დაკვეთიდან. ვიდრე კონკრეტული მომხმარებლის მომსახურებას დავიწყებთ, საკმაოდ ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რა, როგორ და რით დავასუფთაოთ, რომ მივიღოთ უმაღლესი შედეგი, რაც კომფორტისა სიმშვიდის შეგრძნებას მისცემს ჩვენს მომხმარებელს.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

როგორც წესი, სამომავლო გეგმებზე საჯაროდ არ ვსაუბრობ, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ნებისმიერი აქტივობა დაუკავშირდება სისუფთავის კულტურის ხელშეწყობას,  განვითარებას, დამლაგებლის, როგორც მნიშვნელოვანი პროფესიის პოპულარიზაციას და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას ამ სფეროში.

 

[R]

ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს Eurobest 2021-ზე!

„გაანათე ყველაგან, სადაც გჭირდება“! – Volkswagen-ის ახალი რეკლამა