in

ნახეთ: სურათები ინდივიდსა და უნივერსალურს შორის ბალანსზე

მონრეალელი მხატვრის გაბრიელ რიუს მეტაფიზიკური ნამუშევრები ინდივიდსა და უნივერსალურს შორის არსებულ ბალანსზე რეაგირებს. მისი ტილოები სავსეა მოგონებებითა და საყვარელი ადამიანების შესახებ ცნობებით, დაშიფრული სიმბოლოებითა და წიგნებიდან ამოწერილი საინტერესო სტრიქონებით.

BOG
BOG

მცენარეები, ლარნაკები და კიბეები იმ ოთახებშია განთავსებული, რომლებიც თანავარსკვლავედებისა და პორტალების უსასრულო ცისკენაა გახსნილი. ეს პირადი სამყარო, როგორც იდუმალი, ასევე ნაცნობი, ჩვენს ირგვლივ არსებულ კედლებს აფართოებს და საშუალებას გვაძლევს, რაღაც უფრო მეტი დავინახოთ — მყარად შემოსაზღვრულ ფარგლებს გავცდეთ.

“ამ ნამუშევრებში მცენარეები ბუნებისადმი ჩემი პატივისცემისა და სიყვარულის ანარეკლია. ასევე, ისინი, წიგნებისა და თანავარსკვლავედების მსგავსად, შესაძლებლობების ერთგვარი ინტერპრეტაციაა. თანავარსკვლავედები წარმოადგენენ ბევრ პოტენციურ გზას, რომელიც შეიძლება, ჩვენმა წარმოსახვამ გაიაროს რაღაც უცნობის წინაშე”, — განმარტავს გაბრიელი.

შეიძლება ითქვას, გაბრიელის სურათები რეალური სივრცეების ნაზავია და მათი შერწყმა ერთ მთლიანობას ქმნის, რომელიც საბოლოოდ ფანტაზიას ემსგავსება. “ჩემი ზოგიერთი ნახატი მთლიანად დეკონსტრუირებულ და ფანტასტიკურ სივრცეშია შესრულებული, სადაც ვცდილობ, მეხსიერების მოქმედება აღვადგინო ჩემი მოგონებებიდან, საკვანძო მომენტების მოძიებით”.

კავკასიის ავტოიმპორტმა თბილისში ახალი Copart ლაუნჯი გახსნა!

ქართული ანიმაცია “მიტოვებული სოფელი” Cannes Shorts-ის კონკურსის ნომინანტია