2023 წლის 5-7 სექტემბერს თბილისი მასშტაბურ ინოვაციურ ღონისძიებას, SURGE SUMMIT-ს უმასპინძლებს, რომლის მიზანიცაა სტარტაპ ეკოსისტემის შეცვლა საქართველოში. ამასთან, სამიტის მიზანია, დაამყაროს ახალი თანამშრომლობები, გააღვივოს ინოვაციები და მოახდინოს ეკონომიკური ზრდის სტიმულაცია. საქართველო ამ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს, ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ აქ Surge Summit-ის ისტორია ახლა იწერება. აქვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ საქართველო, მზარდი ტექნიკური მეწარმეობის კუთხით, საკმაოდ სწრაფად იქცა ინოვაციებისა და ინვესტიციების რეგიონულ ცენტრად.
სამიტის პარტნიორია Presto Ventures, პრაღაში დაფუძნებული ცნობილი საინვესტიციო ფირმა, რომელსაც აქვს წარმატებული სტარტაპების განვითარებისა და მხარდაჭერის გამოცდილება. Presto Ventures Surge Summit-ზე გამარჯვებულ სტარტაპ კომპანიას 20000 ევროს პრიზით დააჯილდოებს. აღსანიშნავია, რომ Presto Ventures-ისთვის ეს მხარდაჭერა პირველი არ არის, მან უკვე ითანამშრომლა ისეთი წარმატებული ქართული სტარტაპები, როგორებიცაა: Omofox, Kikliko და Citypay.io.
Surge Summit-ზე დამსწრე მეწარმეებსა და სტარტაპებს ზრდისა და ინვესტიციების შეუდარებელი შესაძლებლობები ექნებათ. აქ 35-ზე მეტი საინვესტიციო ფონდი მონაწილეობს, რის გამოც სტარტაპებს შეუძლიათ თავიანთი პროექტები პირდაპირ პოტენციურ ინვესტორებს მიაწოდონ. ღონისძიება ასევე გთავაზობთ სპეციალურ აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც ინვესტორებთან ინდივიდუალური სესიების დაგეგმვის საშუალება და საკუთარი ინოვაციური ინიციატივების წარმოჩენა შეგეძლებათ.
გარდა საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობისა, სამიტზე გაზიარდება ის ცოდნა და პარტნიორული სულისკვეთება, რაც სტარტაპ კულტურის განვითარებისთვის ასე მნიშვნელოვანია. დამსწრეები გაიცნობიან ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მონაწილეობას მიიღებენ ვორკშოპებში და ღირებულ ინფორმაციებს მიიღებენ წარმატებული სტარტაპის დამფუძნებლებისგან, რომლებთანაც პანელური დისკუსიები გაიმართება.
Surge Summit გადამწყვეტ როლს შეასრულებს სტარტაპების მხარდამჭერი სხვადასხვა ორგანიზაციის გაერთიანებაშიც, რაც ისევ და ისევ საქართველოში მოქმედი სტარტაპების სამომავლო ეკოსისტემის გაძლიერებას დაეხმარება. ამ ორგანიზაციების გაცნობა და მათი სერვისების შეთავაზება ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამეწარმეო საზოგადოების მუდმივ ზრდასა და სიცოცხლისუნარიანობას.
სამიტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია Surge Summit pitch კონკურსი, რომელიც სტარტაპებს, გარდა ფულადი ჯილდოს მოგების შანსისა, პოტენციური ინვესტორების მოზიდვის საშუალებას აძლევს. ეს არის შანსი, რომ პატარა მეწარმეებმა ფართო აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი ხედვა და იდეები.
არ გამოტოვოთ სტარტაპების, ინვესტორების და ვიზიონერების ეს ისტორიული შეკრება Surge Summit-ზე თბილისში, შეუერთდით მეწარმეობის მომავლის ჩამოყალიბებას, კავშირების დამყარებასა და ინოვაციების აღნიშვნას! ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სარეგისტრაციოდ, ეწვიეთ ბმულს. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ Facebook ღონისძიებას.
[R]