შემდეგში როდესაც მაღაზიაში, სასტუმროში, კაფესა ან ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში მოხვდებით, აუცილებლად ღრმად ჩაისუნთქეთ და დააკვირდით, როგორი სურნელი ტრიალებს. არომამარკეტინგი საქართველოს ბიზნეს სექტორისთვის შედარებით ახალი სიტყვა, თუმცა, მსოფლიოში კარგად დამკვიდრებული მარკეტინგული პრაქტიკაა, რაც გულისხმობს სხვადასხვა სივრცის არომატიზაციასა და სასიამოვნო გარემოს შექმნას. დახურულ სივრცეში სურნელის გავრცელებას ყველაზე ხშირად კონკურენტებისგან გამორჩევის მიზნით და მეტი მომხმარებელის მოსაზიდად მიმართავენ.

ყნოსვითი შეგრძნება იმდენად ძლიერია, რომ განსაზღვრულ სურნელს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ადამიანების ქცევასა და განწყობაზე ისე, რომ ჩვენ ეს ვერ გავაცნობიეროთ. სწორედ ამიტომ, ბრენდები არომატიზაციას გამიზნულად იყინებენ იმისთვის, რომ მომხმარებელზე შთაბეჭდილება მოახდინონ და გაყიდვები გაზარდონ. ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც სქართველოში არომატიზაციის სერვისს უზრუნველყოფს არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი ScentAir. კომპანია პირველად 5 წლის წინ გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე და დღეს ის უკვე ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ცენტრების, სასტუმროების, ბანკების, კლინიკებისა და სხვა მრავალი ობიექტის არომატიზაციას ახდენს. თუმცა, მანამ სანამ ScentAir საქართველომდე ჩამოაღწევდა, მისი ისტორია ჯერ კიდევ Walt Disney-ის გასართობ პარკში დაიწყო.

ScentAir-ის არომატიზაციის ტექნოლოგიის შემუშავება ცნობილი სარაკეტო ინჟინერის სახელსა და Walt Disney-ის უკავშირდება. როდესაც ამერიკის აერონავტიკის კორპორაციის მეცნიერი დევიდ მარტინი Disneyland-ის ატრაქციონების ინჟერი გახდა, სწორედ მან შექმნა პირველად პარკის გასართობი ცენტრებისთვის არომატიზაციის სისტემა. პირველი სურნელი „Scent Blitz“ გამოიყენებოდა გასართობ სივრცეებში სტუმრების ყურადღების მისაპყრობად. 1994 წელს არომატიზაციის ტექნოლოგიებზე მუშაობა ფლორიდაში გაგრძელდა და საბოლოოდ კომპანია გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბდა არომამარკეტინგის სფეროში.

20 წელზე მეტია, რაც ScentAir მსოფლიოს მასშტაბით მსხვილ კომპანიებსა და მცირე ბიზნესებს არომატიზაციით უზრუნველყოფს. ისეთ ცნობილ სასტუმროებში, ფიტნეს დარბაზებში, სავაჭრო ცენტრებსა და ბრენდულ მაღაზიებში როგორიცაა: Radisson, Sheraton, Courtyard Marriot, Toyota, Anytime Fitness, Sturbucks, Hugo Boss, Nike სწორედ ScentAir-ის სასიამოვნო არომატები ხვდებათ მომხმარებლებს. Samsung-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ობიექტის არომატიზაციის შემდეგ, ადამიანები გაუცნობიერებლად 3-ჯერ მეტ სექციას სტუმრობდნენ და მეტ დროს ატარებდნენ მაღაზიაში. ამავდროულად, კაფესთან ან საკონდიტროსთან, სადაც ყავის ან ნამცხვრის მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს, გაყიდვები გაცილებით მეტია. სასიამოვნო სურნელი სასტუმროში, ტანსაცმლის, ტექნიკისა თუ სხვა მაღაზიაში, ადამიანებში იწვევს მაღალი ხარისხის განცდას და მომხმარებელს სურვილს უჩენს, რომ აღნიშნულ ადგილს კვლავ ესტუმროს. ScentAir 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და წლებია, რაც საქართველოშიც წარმატებით ოპერირებს. ადგილობრივ ბაზარზე ScentAir-ის სერვისით უკვე სარგებლობს Paragraph Resort, Sheraton Grand Tbilisi, Moxy Hotel, Galleria Tbilisi, City Mall, Gldani Mall, Arttime, Delfos Jewellery, Aversi, Gulf და ეს სია დღითიდღე იზრდება
„ადამიანის 5 გრძნობიდან, რომელიც სამყაროს აღქმაში გვეხმარება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ყნოსვა. აღნიშნული სენსორი 10 000-ჯერ მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე სხვა დანარჩენი გრძნობები, შესაბამისად, კონკრეტულ სურნელს შეუძლია ადამიანის ემოციებზე და გონებაზე გავლენის მოხდენა, ძველი მოგონებების გახსენება და სასიამოვნო ასოციაციების აღძვრა“, ამბობს საბა ლაშხი, ScentAir- ის ბრენდ მენეჯერი, რომლის თქმით, კომპანიას აქვს სეგმენტურად დაყოფილი სურნელების ფართო არჩევანი.

„კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები 82%-ით მეტ დროს ატერებენ ისეთ გარემოში, სადაც სასიამოვნო სურნელი ტრიალებს და 59%-ით მეტს ხარჯავენ, რადგან სურნელი მათ ცენტრალურ ნერვულ სისტემას უკავშირდება და ქვეცნობიერზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. კარგი სურნელი იმ გარემოს, სადაც ვიმყოფებით და იმ საგნებს რასაც ვეხებით, უკეთ წარმოაჩენს და უფრო მიმზიდველს ხდის. როდესაც დავინახეთ, საქართველოს ბაზარზე არომატიზაციის მზარდი მოთხოვნა, დავიწყეთ მოლაპარაკების წარმოება scent marketing-ის ლიდერ ამერიკულ კმპანია ScentAir-თან და გავხდით მისი ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. სწორად შერჩეულ სურნელს შეუძლია მომხმარებლის განწყობის 40%-ით ამაღლება და პოტენციური კლიენტის თქვენს ლოიალურ მომხმარებლად გადაქცევა. რაც მთავარია, ScentAir-ის არომატები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ კომპონენტებზე, არ იწვევს თავის ტკივილს, ალერგიას ან რაიმე სახის უკუჩვენებას, რასაც ადასტურებს IFRA-ს (International Fragrance Association) სერთიფიკატები. სასიამოვნო სურნელის გავრცელების გარდა, ScentAir-ის გარკვეული არომატები ებრძვის ისეთ არასასიამოვნო სუნს, როგორიც არის თამბაქოს, შინაური ცხოველის, საპირფარეშოს, საკვების და სხვა. გამაფრქვეველი აპარატები კი დაფუძნებულია მაღალტექნოლოგიურ მშრალი გაფრქვევის სისტემაზე (dry diffusion system), რაც სითხეს თვალით უხილავ მოლეკულებად შლის და ხელს უწყობს დიფუზიაში. ასევე, შესაძლებელია მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით არომატის ინტენსივობისა და გამოფრქვევის სიხშირის დარეგულირება“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას კომოპანიის ბრენდ მენეჯერი.

ამ ეტპაზე კომპანია მომხმარებელს უკვე 1500-მდე უნიკალურ სურნელს სთავაზობს. გაგიკვირდებათ და თითქმის ყველანაირი სურნელი მოიძებნება კატალოგში, რასაც ადამიანის ფანტაზია გაწვდება: ტყის, მთის კრიალა წყაროს, ეგზოტიკური მცენარეების, შოკოლადის, ვანილის, ყავის, ახლადგამომხვარი პურისა და თბილი ვაშლის ღვეზელის სურნელიც კი.
„უკვე დიდი ხანია ვსარგებლობთ ScentAir-ის სერვისით და ვახდენთ სასტუმროს მისაღების არომატიზაციას, რაც გვეხმარება welcome ეფექტის გაუმჯობესებაში. ჩვენ ვითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და ვცდილობთ არომამარკეტინგის მეშვეობით დამსვენებლებს განსაკუთრებული გარემო შევუქმნათ,“ – აღნიშნავს ScentAir-ის ერთ-ერთი კმაყოფილი მომხმარებელი, სასტუმრო Moxy Tbilisi-ის მენეჯერი ნანო ურუშაძე.
სურნელი ისაა, რაც ადამიანს სივრცესთან სიახლოვისა და კომფორტის შეგრძნებას უჩენს.. შეგრძნებას, რომელსაც ხშირად საკმაოდ დიდი როლი აქვს გადაწყვეტილების მიღებასა და ზოგადად ფიქრის პროცესში. სურნელი ქმნის ადამიანის განწყობას და, ალბათ, ამიტომაცაა ხოლმე, რომ ადამიანები, დაწესებულებები ან ზოგადად კომპანიები მათთან მოსულ მომხმარებლებს სერვისის შეთავაზებამდე სურნელს სთავაზობენ..
https://www.facebook.com/scentairgeorgia/videos/1354698601288628/?v=1354698601288628[R]












