in

რატომ უნდა გამოიყენოთ სურნელოვანი მარკეტინგი?

ეს საკითხი კონკრეტული მაგალითის მიხედვით უნდა განვიხილოთ და Actualised Industries-ზე, ანუ საოჯახო საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე, ვისაუბროთ. იგი მიზნად ისახავს სურნელოვანი ხსნარებით ნებისმიერ სივრცეში უფრო სასიამოვნო გარემო შექმნას. ეს იდეა კი  პანდემიამდე გაუჩნდათ, თუმცა მაშინ კომპანიას A.I.-ს სახელით გვაცნობდნენ და ყურადღებას სწორედ სურნელოვანი გარემოს უპირატესობებზე ამახვილებდნენ.

სურნელოვან გარემოში ოფისის თანამშრომლები ნაკლებ ბეჭდურ შეცდომას უშვებდნენ, მათ პროდუქტის ხარისხის აღქმაც გაუუმჯობესდათ. ამასთან, განზრახ შესყიდვები, ერთეულის საშუალო გაყიდვების, საცალო ობიექტებში ყოფნის ხანგრძლივობა და მომხმარებლებთან ყოფნის დროც გაიზარდა. მომხმარებლებსაც სურვილი გაუჩნდათ, უფრო მეტი გადაეხადათ პროდუქტში, რომელიც ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფდა, თავისუფალი იყო ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. ეს უკანასკნელი კი კონკურენტებისთვის ახალ ბრძოლის ველად მალევე გადაიქცა.

ახალმა კომერციულმა რეალობამ კი Actualised Industries-ს მასზე მორგებისა და განვითარებისკენ უბიძგა. პირველი ნაბიჯი კომპანიის ბრენდის არქიტექტურის გადახედვა იყო. შესაბამისად, A.I. აკრონიმი უკვე სრული სახელით Actualised Industries შემოგვთავაზეს, შემდეგ კი ბრენდის იდენტობის სრული რედიზაინი დაიწყეს. ამისთვის, Gopher-ის ახალი შრიფტი გამოიყენეს, რაც საშუალებას აძლევს მათ, შექმნან მეტად სუნთქვადი მომხმარებელთა გამოცდილება. ლოგოდ კი ჰაერის ბრუნვის სიმბოლო აირჩიეს, რაც საკმაოდ ლოგიკური სვლა იყო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კომპანია თავისი სანიტარული სისტემებით ნებისმიერ სივრცეს უფრო სასიამოვნო სურნელს ანიჭებს. 

უკეთესი ჰაერი. უკეთესი ჯანმრთელობა. უკეთესი ბიზნესი. — ეს მხოლოდ ახალი სლოგანი არ არის, არამედ კომპანიის განახლებული მისიაცაა. როგორც Saїd Business School-ის მენეჯმენტის პროფესორი კოლინ მაიერი ამბობს: ბიზნესის მიზანია ადამიანისა თუ პლანეტის პრობლემებისთვის მომგებიანი გადაწყვეტილებების წარმოება და არა, პრობლემების შექმნით სარგებლობა

Actualised Industries რამდენიმე გაკვეთილსაც კი გვთავაზობს.

გაკვეთილი 1: ჰაერის სასაქონლო წარმოება შესაძლებელია, ეს მხოლოდ დროისა და განათლების საკითხია

Actualised Industries-ის მმართველ დირექტორს როი პერლუსს უყვარს იმის თქმა, რომ ისინი უსაფრთხო და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან, თუმცა გონება მაინც ატმოსფეროს ბრენდირებისკენ” მიდის. შესაძლოა, ამან 1990 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის Total Recall-ის დისტოპიური რეალობა მოგაგონოთ, სადაც მარსზე მცხოვრები ადამიანები ჰაერისთვის ფულს იხდიან. რამდენიმე წლის წინ კი მელბურნი მსოფლიოში ყველაზე ბინძური ჰაერის მქონე ქალაქად დასახელდა. ამის საპირისპიროდ, ტასმანიის შტატში ადამიანებს იწვევდნენ იმ ფაქტის გამო, რომ იქ ყველაზე სუფთა ჰაერი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ახალი მიზეზებია იმისათვის, რომ სასაქონლო წარმოება დავაფასოთ. 

საქონლის ბრენდად გადაქცევის საუკეთესო მაგალითს კი პრემიუმ კლასის ჩამოსხმული წყლის ბრენდები წარმოადგენს. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ონკანის წყალს სვამენ, ეს უბრალოდ წყალია… ხოლო მათთვის, ვინც წყლის ექსპერტად ითვლება, H₂O დასრულებული უნდა იყოს Balance™-ის, Virginality™-ისა და Minerality™-ის უპირატესობებით. მთელი ეს თხევადი ცოდნა კი ბოთლებშია ჩამოსმული და ამისთვის, თითოეული ბრენდი კონკრეტულ ფასსაც გთავაზობთ. 

შესაძლოა, ეს შეუძლებელი მისია არ იყოს, თუმცა საკმაოდ ძლიერი ინვესტიციაა. ხოლო თუ რეკლამირება უფრო ხილული აისბერგის მწვერვალია, ახალი კატეგორიის შესაქმნელად უფრო მეტი რამის გაკეთებაა საჭირო. მაგალითად, Fine Water Academy, რომელიც 100 წყლის ბრენდს უჭერს მხარს, დაინტერესებულ პირებს, პროფესიონალებსა თუ წყლის სომელიებს კურსების სერიას სთავაზობს. 

გაკვეთილი 2: ადვილად მისაღები, ადვილად მოსაფიქრებელი

ეს მნემონიკა სწორედ ის არის, რაც გვეუბნება, თუ რა ხდის ბრენდს ძლიერს. ძირითადი აქცენტი ბრენდის ვიზუალურ და ხმოვან მახასიათებლებზე კეთდება, ნაკლებ ყურადღებას კი სუნზე ამახვილებენ. ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანებს სუნის 35%-ის გახსენება შეუძლიათ, 5%-ის იმისა, რასაც ხედავენ, 2%-ის, რასაც ისმენენ და მხოლოდ 1%-ის იმისა, რასაც ეხებიან. თანაც, სუნის გახსენება ერთი წლის განმავლობაში 65% სიზუსტით შეგვიძლია. 

ყნოსვითი მეხსიერების სიძლიერე კი დამოკიდებულია იმ სიტუაციის მნიშვნელობაზე, რომელშიც სუნს ვგრძნობთ. შესაბამისად, სუნამოები, რომლებიც თან ახლავს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, ცხოვრების მანძილზე ყველაზე დიდხანს გაგვყვება და მარტივადაც დავიმახსოვრებთ. ხოლო ბრენდებისთვის ეს მომხმარებლის მოგზაურობის მთავარი მომენტების გამორჩეული სურნელებით აღნიშვნას ნიშნავს. 

სურნელოვანი ბრენდინგის გამოყენების ძალიან წარმატებულ მაგალითს Abercrombie & Fitch წარმოადგენს. მათი საფირმო სუნამო Fierce მაღალი კონცენტრაციით არის გავრცელებული ყველა მაღაზიაში და ახალგაზრდა, მაღალი კლასის მომხმარებლებს იზიდავს. შედეგი კი ის არის, რომ Fierce, რომელსაც ცალკე სუნამოდაც ყიდიან, ყველაზე გაყიდვადი მამაკაცების პროდუქტია, როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში. A&F-ს ახალგაზრდა სამიზნე სეგმენტისთვის კი ბრენდის ჯინსის ამოცნობა მხოლოდ მისი სუნის შეგრძნებით არის შესაძლებელი. 

როცა თქვენს საფირმო სურნელს შექმნით, გამოიყენეთ იგი მომხმარებელთან ყველა შესაძლო შეხების წერტილში, რათა მათ თქვენი ბრენდი შეახსენოთ, — აცხადებს რასელ ბისტონი, Actualised Industries-ის გაყიდვების ხელმძღვანელი. 

2025 წელს Audi-ს Q9 SUV გამოვა

AI-ით შექმნილი ციფრული კოლექცია, ვეს ანდერსონის, Amelie-სა და სხვების სტილში