მეცნიერები უკვე იმაზე ფიქრობენ, ჩვენ მაგივრად რობოტებმა რომ გაიარონ ორსულობის პერიოდი… ბეიჯინგში World Robot Conference 2025-ზე Kaiwa Technology-მ თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო პრეზენტაცია წარადგინა: ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც შექმნილია ადამიანის ბავშვის ტარებისა და გაჩენისთვის. ჩვენთვის სამეცნიერო ფანტასტიკას კი შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ კომპანია გვიმტკიცებს, რომ მოქმედი პროტოტიპი, დიდი ალბათობით, მზად 2026 წელს ექნება. ეს კი რობოტის სხეულში ხელოვნური საშვილოსნოს ჩასმას მოიაზრებს.
პროექტს სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, დოქტორი ჟანგ ციფენგი ხელმძღვანელობს და გვეუნება, რომ იგი გარეგანი გესტაციის სფეროში მრავალწლიან კვლევას ეფუძნება. შედეგად, ჩვეულებრივი ზომის ჰუმანოიდ რობოტს მივიღებთ, რომელიც აღჭურვილი იქნება სითხით სავსე დეტალით, რათა ამნიონურ პარკს მიბაძონ. საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი ჩვილს სინთეზური ჭიპლარის მეშვეობით მიეწოდება, რაც მიზნად ისახავს ორსულობის სრული ციკლის გამეორებას ჩასახვიდან დაბადებამდე.
ჟანგის თქმით, ეს ტექნოლოგია, სულ მცირე, თავად ხელოვნური საშვილოსნო, უკვე ფუნქციონირებს კონტროლირებად ლაბორატორიულ გარემოში. შემდეგი ნაბიჯი კი მისი გადატანაა ფუნქციონირებად რობოტში, რომელსაც ადამიანებთან ინტერაქცია შეეძლება მთელი ორსულობის განმავლობაში.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი, მათ შორის, როგორ მოხდება განაყოფიერება, როგორ გაკონტროლდება გესტაციური განვითარება და როგორ წარიმართება მშობიარობის პროცესი…
სავარაუდოდ, რობოტის ფასი 14 000 დოლარი იქნება, რითაც სუროგატი დედების პოტენციურად იაფ ალტერნატივას წარმოადგენს. ამასთან, რობოტული გესტაცია შეამცირებს ორსულობასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს და გააჩენს მშობლობის ახალ გზებს მათთვის, ვინც ბიოლოგიურ ან იურიდიულ დაბრკოლებებს აწყდება. თუმცა, მეორე მხრივ, სერიოზული შეშფოთება არსებობს ეთიკისა და ამგვარი მექანიკური საშუალებებით დაბადებული ჩვილების ემოციური განვითარების კუთხით…












