Ikea-ს პროდუქტები უფრო მეტად ხელმისაწვდომობითაა ცნობილი, შესაბამისად, ვერც ვიტყვით, რომ მდიდრულ ავეჯს გვთავაზობს… თუმცა ახლა კომპანია სასიამოვნო სიურპრიზს გვიწყობს, გადაწყვიტა, სამზარეულოების შესახებ არსებულ წარმოდგენებს დაუპირისპირდეს. ამ მიზნით კი Eureka Spiritsis-ის ბრენდს ქმნის, რომელიც მაღალი დონის სამზარეულოების დამზადებას გვპირდება, ვიდეოში კი ერთ-ერთი ასეთია წარმოდგენილი, თანაც 25-წლიანი გარანტიით…
Eureka Spiritsis SURPRISE, IT’S IKEA-ს ანაგრამაა, რაც ბრენდის სამზარეულოების უბრალოდ ხელმისაწვდომ კი არა, არამედ მოდურ, პრაქტიკულ და გამძლე მოდელებად წარმოჩენას ისახავს მიზნად.
კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Mother London-მა იმუშავა.