in

ნახეთ: გამხმარი ფოთლებით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები

სუზანა ბაუერის შემოქმედებაში ჩამოცვენილი ფოთლები ხელახლა ცოცხლდებიან. მხატვარი ორგანულ მასალებს ისე იყენებს, როგორც ხელოვნების ნიმუშების მასალას და სრულყოფილი სახის მისაცემად, ქსოვის ტექნიკასაც მიმართავს.

როგორც თავად აღწერს პროცესს, პირველ რიგში ყავისფერ ფოთლებს ასუფთავებს და აშრობს. შემდეგ კი ფრთხილად ხვრეტს ნემსით და კრემისფერი ძაფით. ეს ძაფი ფოთლის კონტურებს სცილდება და ერთგვარი ჩარჩოსავით გვევლინება. „ხეების ქვეშ დროის გატარება, მათი ფორმების, ნაკლოვანებებისა და დეტალების ანალიზი შემოქმედებითი საქმიანობის საფუძველია. ამ წყნარ გარემოში ყალიბდება ისტორიები, ფოთლებს შორის დიალოგები, დროზე ფიქრი და ინტერპერსონალური კავშირები“.


5 რჩევა, როცა მოზარდი მენტალურ სირთულეებს აწყდება

2 ენაზე მოსაუბრე ადამიანებს განსხვავებული ტვინი აქვთ — კვლევა