in

თბილისურ რესტორანში სუშის კონვეირი დაინერგა – Sushi Room Tbilisi

სუშის მირთმევა თბილისში კიდევ ერთ რესტორანშია შესაძლებელი. Sushi Room Tbilisi ირაკლი აბაშიძის 10-ში მდებარეობს და მომხმარებელს კონვეირულ პრინციპზე დამზადებულ მენიუს სთავაზობს. როგორც რესტორნის მენეჯერმა, გიორგი დანიელიძემ, გვიამბო, სუშის “მატარებელი” ბარის გარშემო მოძრაობს, ზოგავს სერვირების დროს და შეკვეთის მოლოდინს ახალისებს.

BOG
BOG

M: ქალაქში სუშის მირთმევა ბევრგან შეიძლება. რატომ SushiRoom?

სუში რუმი ერთადერთი სუშის ბარების ქსელია თბილისში, რომელსაც პროდუქცია თვითონ შემოაქვს ევროპიდან და შესაბამისად, 100%-ით პასუხისმგებელია თავისი პროდუქციის ხარისხზე. აქ გვაქვს ევროპული ნოუჰაუ და ევროსტანდარტის სრული დაცვით ხორციელდება, როგორც სამზადისი, ასევე მომსახურება. ჩვენ უკვე 6 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით ვმოღვაწეობთ და განვითარების სწრაფი ტემპი გვაქვს. ტრიპედვაიზერზე, გუგლსა და ფეისბუქზე ძალიან კარგი რეიტინგი გვაქვს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლები ხდიან შესაძლებელს. აქვე დავაანონსებ, რომ აპრილში ჩვენთან ჩამოდის ამერიკაში მოღვაწე იაპონელი შეფ-მზარეული, რომელიც მასტერკლასებს ჩაუტარებს სუში რუმის სტაფს, ანუ ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ გვაქვს საერთაშორისო კავშირები და ვცდილობთ მსოფლიო სუშის ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ.

M: კონვეირის საშუალებით სუშის სერვირებას რა დამატებითი პლუსი აქვს მომხმარებლისთვის?

კონვეირი – სუშის მატარებელი – ეს ინოვაციაც ჩვენ დავნერგეთ პირველებმა არა მარტო თბილისში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ შემოსულ სტუმარს აღარ უწევს ლოდინი სუშის მომზადებაზე. ასევე სერვირებასაც თვითონ კონვეირი ახდენს და ამდენად, სერვირების დროც იზოგება… და ბოლოს, კონვეირთან ჯდომა სახალისოა, რადგან განსხვავებული და მოსახერხებელია.

იაზროვნე საღად! – McCafé​-ისთვის შექმნილი McDonald’s-ის პრინტ კამპანია 

15 წლის თათუკა აბულაძის იაპონური გატაცება, ანუ Greenpantsu-ს ანიმეს-სტილის ილუსტრაციები