უკრაინაში თანამედროვედ აღჭურვილი ჯავშან ჟილეტი შექმნეს, რომელსაც ძალიან საინტერესო რეკლამა აქვს. არავითარი განსაკუთრებული სპეცეფექტები და სპეციალურად მოწყობილი გადასაღები მოედანი. ყველაფერი ძალიან მარტივადაა.
ვიდეორგოლში ახალგაზრდა ბიჭი თავისი ხელით “დაიხლის” ტყვიას მუცელში ისე, რომ წარბიც კი არ შეუტოკდება, შემდეგ კი, რამდენიმე წამში პირიდან ბოლს უშვებს. ეფექტი იმდენად შთამბეჭდავია, არაა გასაკვირი ტერმინატორი ან კლინტ ისტვუდი რომ გაგახსენდეს. მოკლედ, ეს რამდენიმე წამი ნახვად ნამდვილად ღირს.