უნდა ვაღიაროთ, რომ ავტოინდუსტრიის რეკლამები ერთმანეთს ძალიან ჰგავს… ცდილობენ მანქანის ახალი მოდელები მაქსიმალურად წარმოაჩინონ, თუმცა ახლა Suzuki-მ გადაწყვიტა, ტრადიციული გზებისთვის გვერდი აევლო. მანქანის ახალი მოდელი კი არ გვაჩვენა, პირიქით, მისი დამალვა გადაწყვიტა — საინტერესოა, არა?!
იდეა შემდეგია: ახალი Suzuki Swift „საუკეთესო საიდუმლოა გზაზე“. თუ ცოტა ბუნდოვნად ჟღერს თქვენთვის, ახლა გეტყვით, რა ჩაიფიქრეს. თითქოს დეფიციტური პროდუქტი შექმნეს, რათა მისი ქონის სურვილი ბევრ ადამიანს გაუჩინონ…
რეკლამაში ვხედავთ, რომ მძღოლების მცირე რაოდენობა ფლობს Suzuki-ის ახალ მოდელს, თანაც ისე, რომ მისი საიდუმლოდ შენახვა ურჩევნიათ. ამ პროცესით დიდ სიამოვნებასაც იღებენ, არ სურთ, სხვებმაც დაინახონ და მოუნდეთ ასეთის შეძენა. ამიტომაც ფარავს ქალი მას შემოდგომის ფოთლებით, ხოლო წყვილი სპეციალურად მანქანისთვის შეკერილი შალითით. მოკლედ Suzuki-მ ახალ მოდელს თვალი არ ეცესო, დანარჩენი კი თავად ნახეთ:
Best Kept Secret on the Road-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო TMW-მ იმუშავა, რითაც ბრენდის Good Different პლატფორმის ღირსეული წევრიც გახდა.