დიახ, სუზუკი MOQBA-ს გვაცნობს, 4-ბორბლიან ელექტრო სკუტერს, ოღონდ ერთი განსხვავებული ფუნქციით — მას კიბეებზე ასვლა შეუძლია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის…
MOQBA-ს დიზაინი სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ ტრანსპორტირების გამოწვევებს გაუმკლავდეს, განსაკუთრებით ურბანულ გარემოში, ისეთ რეგიონებში, სადაც მობილობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის მეტროში ჩასვლა დაბრკოლებას წარმოადგენს, არც ლიფტებია, არც პანდუსები და სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს მხოლოდ კიბის მრავალი საფეხური ხვდებათ.
მართალია, ის, რასაც ფოტოზე ხედავთ, ჯერ კონცეფციაა, მაგრამ მისი ინოვაციური დიზაინი სწორედ ზემოთ ნახსენები პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად. MOQBA-ს კონცეფცია ოთხი ფეხის ბორბლებად გადაქცევას გულისხმობს, რაც მის მფლობელებს კიბეებსა თუ უხეშ რელიეფზე ნავიგაციაში დაეხმარება. ამას გარდა, სუზუკი სხვადასხვა კონფიგურაციით საგანგებო სიტუაციებში საკაცესა და ტვირთების გადასაზიდ მოწყობილობასაც გთავაზობთ.
ამ იდეას რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, აშკარაა, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ…