in

ავტომობილის იაპონური ესთეტიკა – Suzuki-ს ისტორია

როცა ცნობილ ავტო-ბრენდებზე ვფიქრობთ, აუცილებლად გაგვივლებს გონებაში ერთი იაპონური კომპანია, რომლის მოდელებსაც ქალაქში უხვად შევხვდებით.. ალბათ მიხვდით, რომ სუზუკიზე გვაქვს საუბარი და არამხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიო ავტოისტორიების სიაშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს მის ისტორიას.

Suzuki Motor Corporation არის იაპონური მრავალეროვნული კორპორაცია, რომელიც სპეციალიზირებულია სხვადასხვა ტიპის მანქანების წარმოებაში. დღესდღეობით სუზუკის ჰყავს 45000-ზე მეტი თანამშრომელი მთელ მსოფლიოში და აქვს დაახლოებით 35 ძირითადი საწარმოო ობიექტი 23 ქვეყანაში, ასევე 133 დისტრიბუტორი 192 ქვეყანაში.

მიშიო სუზუკი

და მაინც, საიდან და როგორ მიაღწია სუზუკიმ მსგავს წარმატებას?

დასაწყისი

1909 წელს მიშიო სუზუკიმ დააარსა Suzuki Loom Works პორტის სოფელ ჰამამაცუში, იაპონიაში. მისი არსებობის პირველი სამი ათწლეულის განმავლობაში კომპანია ფოკუსირებული იყო ქსოვის ინდუსტრიისთვის აღჭურვილობის დიზაინსა და წარმოებაზე.

საქმეები კი კარგად მიდიოდა თავიდან, მაგრამ მიშიო სუზუკის სჯეროდა, რომ კომპანია მალე პროდუქციის ასორტიმენტს გააფართოებდა. 30-იანი წლების ბოლოს მან გადაწყვიტა, რომ პატარა მანქანების წარმოება ყველაზე მოგებიანი იქნებოდა. ორი წლის განმავლობაში კომპანია ავითარებდა მანქანების საკუთარ დიზაინს, სანამ 1939 წელს ისინი არ აჩვენეს საზოგადოებას. Suzuki-ის ეს პირველი მანქანები იკვებებოდა მაშინდელი ინოვაციური, თხევადი გაგრილებით, ოთხტაქტიანი, ოთხცილინდრიანი ძრავით. მას ჰქონდა თუჯის ალუმინის კარკასი და გადაცემათა კოლოფი და გამოიმუშავებდა 13 ცხენის ძალას (9,7 კვტ) 800cc-ზე ნაკლები მოცულობისგან.

Suzulight Carry

1950-70-იანები

ომის დაწყებისთანავე სუზუკის მანქანების წარმოება შეაჩერეს. ომის დასასრულს სუზუკი დაუბრუნდა ქსოვის მანქანების წარმოებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც 1951 წელს იაპონიაში ქსოვის მრეწველობას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, Suzuki დაუბრუნდა მანქანების წარმოებას.

თავდაპირველად კომპანიამ დაიწყო ორბორბლიანი მანქანების წარმოება. 1954 წლისთვის წარმოებამ მიაღწია 6000 მოტოციკლს თვეში. აქედან გამომდინარე, კომპანიამ შეიცვალა სახელი და გახდა უფრო შესაფერისი საქმიანობის სახეობა. იგი ცნობილი გახდა, როგორც Suzuki Motor Co. მოტოციკლების ბაზარზე წარმატებებით წახალისებული, ერთი წლის შემდეგ კომპანიამ არანაკლებ წარმატებული წამყვანი ავტომობილი Suzuki Suzulight გამოუშვა. თუმცა, კომპანიას არ ჰქონდა საავტომობილო განყოფილება 1961 წლამდე.

Fronte 800

1961 წელს ტოიოკავას ახალმა ქარხანამ დაიწყო ორტაქტიანი მსუბუქი სატვირთო Suzulight Carry-ის წარმოება. 1965 წელი – გამოვიდა ორტაქტიანი მსუბუქი სატვირთო Fronte 800. 1968 წელი – Carry Van, ორტაქტიანი მიკროავტობუსის გამოშვება. 1970 – გამოვიდა LJ10, პირველი სერიული მინი მანქანა გამაგრილებული ძრავით. 1973 წელი – შპს Suzuki Canada-ს მიერ შექმნილი LJ50 (Jimny) SUV თხევადი გაგრილებული ძრავით გაიყიდა ავსტრალიაში.

Carry Van

1980-2000-იანები

1981 წელს დაიწყო მეორე თაობის კომპაქტური ჯიპების წარმოება 1 ლიტრიანი ძრავებით. SJ410 მოდელი იყიდებოდა როგორც Suzuki Samurai კანადაში და როგორც Jimny 1000 მოდელი ზოგიერთ სხვა ბაზარზე. 1982 წელს – კომპანიის მანქანების წარმოება დაიწყო პაკისტანში. 1983 – Mighty Boy, კომერციული მინი ავტომობილი გამოუშვა კომპანიამ. 1984 წელს გამოვიდა მოდერნიზებული SJ 4×4, აღჭურვილი 1.3 ლიტრიანი ძრავით ოთხი ცილინდრით და ხუთ სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით. 1985 წელს ესპანეთში დაიწყო სუზუკის მანქანების წარმოება. 1988 წელს კი 1.6-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი კომპაქტური SUV Escudo (Vitara/Sidekick) დებიუტი შედგა. 1989 წელს სუზუკის მანქანის წარმოება დაიწყო ონტარიოში, კანადაში.

Mighty Boy

1991 წელს შედგა ორადგილიანი მინი-კაბრიოლეტის “კაპუჩინოს” დებიუტი. 1992 წელს კი დაიწყო Suzuki მანქანების წარმოება და გაყიდვა უნგრეთის სამმართველოს მიერ. 1993 შედგა Wagon R. 2001 – Jimny / SJ-ის დებიუტი და კომპანიის მთლიანმა მსოფლიო გაყიდვები 2 მილიონ ერთეულს მიაღწია.

Jimny / SJ

მალევე სუზუკიმ კომპაქტური მანქანა Aerio წარმოადგინა ჟენევის მოტორ შოუზე. 2003 წელს სუზუკიმ გამოუშვა Twin, პირველი ჰიბრიდული იაპონური გასაღების მანქანა. 2006 წელს კი – მინი კროსოვერი SX4 გამოფინა ჟენევის მოტორ შოუზე, ხოლო კროსოვერი XL7 – ნიუ-იორკში მოტორ შოუზე.

SX4

უახლესი ისტორია

2010 წელს Volkswagen AG-მა დაასრულა Suzuki Motor Corporation-ის გამოშვებული აქციების 19.9%-ის შეძენა. 2011 წლის ნოემბერში კი Suzuki-მ წყვეტს თანამშრომლობას VW-თან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და იწყება არბიტრაჟი Volkswagen Group-ის საკუთრებაში არსებული აქციების დაბრუნებისთვის. 2013 წელს Suzuki Canada-მ გამოაცხადა მანქანების წარმოების შეწყვეტა კანადაში.

XL7

მალევე შედგა მეორე თაობის SX4 კროსოვერის წარდგენა ჟენევის 83-ე საერთაშორისო ავტო შოუზე. დღეს Suzuki არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი და მთავარი ბრენდი მნიშვნელოვან ბაზრებზე, მათ შორის იაპონიასა და ინდოეთში, მაგრამ აღარ ყიდის მანქანებს ჩრდილოეთ ამერიკაში.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

გაყიდვების მენეჯმენტი 2.0 – „ლეო ინსტიტუტისა“ და „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ ერთობლივი კურსი

Dell-ის ტექნოლოგიური ფორუმი და Formula 1-ით შთაგონებული ბიზნეს ინოვაციები