in

ნახეთ: ნიუ-იორკის მეტროს საკულტო პოსტერები

დაახლოებით 75 წელია, School of Visual Arts-ის (SVA) მიერ შექმნილი პოსტერები ნიუ-იორკის მეტროსადგურების სივრცეს ამშვენებს. 93 ხელოვანის ორასზე მეტი ვიზუალი გამოირჩევა როგორც ვიზუალური, ისე იდეური ენით — ყველაფერი კი 1947 წელს დაიწყო, მაშინ, როცა SVA დაფუძნდა. ამ სახელწოდების ქვეშ კარიკატურისტები და ილუსტრატორები გაერთიანდნენ, რათა კრეატიულ მარკეტინგზე დაფუძნებული პლაკატები შეექმნათ.

აღსანიშნავია, რომ თითოეული არტისტის ნამუშევარი განსხვავებული სტილითაა გაჯერებული, მიზანი კი ერთი იყო — მგზავრების გახალისება, მათში კონკრეტული ემოციების აღძვრა და მიზიდვა. ზოგიერთი მათგანი იმდენად საკულტო ვიზუალად იქცა, რომ 2006 წელს პოსტერები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშიც კი გამოფინეს. ახლა კი უშუალოდ ნიუ-იორკში სპეციალურად მათთვის უდიდესი გამოფენა ეწყობა.

„ტე-ამო“ — სიყვარულით შთაგონებული ორგანული ჩაი

ალკოჰოლური სასმელების ბრენდის სიურრეალისტური ვიზუალური იდენტობა