in

ვინ იზრუნებს სვანეთის ბრენდინგზე? – ცნობილია ტენდერის გამარჯვებულები

სვანეთის ბრენდის შექმნაზე პროექტ GRETA-ს ფარგლებში გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულები არიან: ფინური კომპანია – Werkling და ადგილობრივი საკონსულტაციო სააგენტო – Watergunz.

აღნიშნული ინიციატივით, სვანეთის ვიზუალურმა და სტრატეგიულმა ბრენდინგმა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის სწორი მიმართულებით განვითარებას, ძლიერ პოზიციონირებასა და ასევე, პოსტკრიზისულ პერიოდში, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების უნდა შეუწყოს ხელი.

შეგახსენებთ, რომ სვანეთის ადგილწარმოშობის ბრენდინგის შექმნისთვის ტენდერი 2020 წლის დასაწყისში, პროექტ GRETA-ს ფარგლებში გამოცხადდა. 

რაც შეეხება თავად პროექტს GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (ხორციელდება ევროკავშირისა და ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ) პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 6,8 მილიონი ევროს, საიდანაც ევროკავშირის კონტრიბუცია – 3 მილიონი, შვედეთის – 2.8 მილიონი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის – 1 მილიონ ევროს შეადგენს (დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ იხილეთ ბმულზე).

ადამიანის მიერ წარმოებული პროდუქტი ყოველ 20 წელიწადში ორმაგდება

TikTok შეიძლება Facebook-ზე მოთხოვნადი აპლიკაცია გახდეს