სვანეთი არამარტო უცხოელებისთვის, არამედ ქართველების ნაწილისთვის უცნობი და მისტიკური ადგილია. აქაური, ჯერ კიდევ ველური და ხელუხლებელი ბუნება ტურისტების განსაკუთრებულ კატეგორიას იზიდავს. ესენი არიან ე.წ. მთამსვლელობის, ტრეკინგის, პარაპლანით ფრენისა და სხვა ექსტრემალური დასვენების მოყვარული ადამიანები.
მთაში მოგზაურობა სარისკო საქმეა, ამიტომ სწორედ ასეთ ვიზიტორებს ემსახურება Guide office-ს, სამთო გამყოლების, გამოცდილი სპეციალისტებით დაკომლექტებული ოფისი. Guide Office-მა, ცნობადობის ასამაღლებლად, ABKmta-ს მიმართა. სვანეთი ესაა ადგილი, სადაც სპორტი, ყოველღიური ცხოვრებისა და ანტიკური მისტიციზმი ერთმანეთშია გადაჯაჭვული. სწორედ ეს გახდა ვიდეორგოლის ინსპირაცია, სადაც Go Guide-ის ოფისის წევრები ძველი სვანური ლოცვის ფონზე ლაშქრავენ მწვერვალებს.
Go Guide-ის, სვანეთისა და საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით აღნიშნული ვიდეორგოლი სამთო გამყოლთა საერთაშორისო ასოციაციის (IFMGA) შეკრებაზე აჩვენეს, სადაც GMGA აღნიშნული ასოციაციის წევრი გახდა და საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.