ქართულ კონტენტზე შექმნილი თამაშის მობილური თუ ვებაპლიკაციებით, ქართული გეიმ დეველოპმენტი არ არის განებივრებული, ამიტომაც, მეგობრები, გიორგი სირბილაძე, დავით ღონღაძე და ვლადიმერ ნაჭყებია გაერთიანდნენ Our Georgian Games-ის სახელით და შექმნეს ახალი ქართული თამაში – SVANI. იდეა როგორ გაჩნდა, რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა და როგორია თამაშის პრინციპი, მარკეტერის შეკითხვებს გიორგი სირბილაძემ უპასუხა:
იდეა გაჩნდა, დაახლოებით, 3 თვის წინ, რომ თამაშები გვეკეთებინა ქართულ კონტენტზე, ქართულ მითოლოგიურ ან ისტორიულ გმირებზე. 1 თვიანი შრომის შედეგად, სახლის პირობებში შევქმენით SVANI. მე მარკეტინგის მიმართულებით ვარ ჩართული Our Georgian Games-ში, დავით დოღონაძე დიზაინერია, ვინც დახატა ანიმაციები და ილუსტრაციები, ხოლო ვლადიმერ ნაჭყებია – პროგრამისტი. კონკრეტულად თამაშების შექმნის სფეროში განათლება არცერთს არ გვაქვს, თვითნასწავლები ვართ.
M: რატომ გადაწყვიტეთ თქვენს პირველ პერსონაჟად სვანის არჩევა და როგორია თამაშის პრინციპი?
ჩვენი თამაში დაფუძნებულია ქართულ-სვანურ მოტივებზე და გმირი გადასარჩენად მოძრაობს მარჯვნივ და მარცხნივ, რათა აიცილოს მისკენ მომავალი ყინულის ნატეხები და მეტეორები. ვიფიქრეთ, რომ ასეთი თამაშის სვანთან ასოცირება სასაცილო იქნებოდა და აუდიტორიაც ადეკვატურად მიიღებდა ჩვენს ჩანაფიქრს. თამაშს შემდეგი ტური არ აქვს, პრინციპია, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა დააგროვო. ვინც ყველაზე მაღალ ქულებს აიღებს, მოხვდება ლიდერბორდში, სადაც, ყოველკვირეულად, 20 საუკეთესოში გამარჯვებულს გადავცემთ მაისურს სვანის ლოგოთი და ცხვრით, რომელიც ასევე, თამაშში არის.M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჯერჯერობით, 3 დღე არის, რაც თამაში ჩაეშვა და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრმა გადმოიწერა. ამიტომ, აუცილებლად ვიწყებთ მე-2 თამაშზე მუშაობს. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქართული კონტენტის თამაში შევქმნათ.