in

Old Spice-მა თავისი თილისმა წარადგინა — Swaggy Spice

Swaggy Spice — ასე ჰქვია Old Spice-ის პირველ და ერთადერთ თილისმას, რომელიც Smelf-Confidence კამპანიის ახალ სახეს წარმოადგენს. მოსიარულე დეოდორანტი აღჭურვილია მზის სათვალეებით, კეპით, თეთრი, ჯაჭვის ყელსაბამით და თეთრი ბოტასებით.

BOG
BOG

როგორც ბრენდი აღნიშნავს, „გაჰუმანურებული“ თილისმა ისაია მუსტაფას (Old Spice Man) სუფთა სურნელს ასახავს. Smelf-Confidence კამპანიის ფარგლებში კი მათი მიზანია, მამაკაცების ყოველდღიურ გამოწვევებს გაუსვან ხაზი და მათ მოუწოდონ, Old Spice-ის სურნელი საკუთრად აქციონ.

„გვსურს, მამაკაცებმა ყოველთვის მეტი თავდაჯერებულობა იგრძნონ, როცა ყურადღების ცენტრში ექცევიან. ახალი კამპანია შთაგონებულია იმით, რომ გადამწყვეტ მომენტებში ხშირად სხვების იმედი გვაქვს — მაგალითად, როცა კბილებში რაღაც გვაქვს გაჩხერილი ან მაისურზე ლაქა გვატყვია… მაგრამ არავინ გვეტყვის, რომ ცუდი სუნი აგვდის“, — განმარტავს მეტ კრებილი, Old Spice-ის ვიცე პრეზიდენტი. მისივე თქმით, რადგანაც ამ უკანასკნელზე არავინ გვაფრთხილებს, ყოველთვის დაზღვეულები უნდა ვიყოთ კანის მოვლის საშუალებებით.

მართალია, Swaggy ბრენდის უახლეს კამპანიებში არ გამოჩნდება, მაგრამ ის სუპერთასს დაესწრება — მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი თავისი სირბილით თუ აქტიურობით დიდ ოფლს გამოიმუშავებს, რაც თილისმას სტადიონზე ყველაზე „სუნიან“ ობიექტად აქცევს.

Swaggy Spice-მა თავისი პირველი განცხადების გაკეთებისას თქვა: „ჩემთვის პატივია, ვიყო ყველა დროის ყველაზე ცნობილი სათამაშო დეზოდორანტი და ყველას მივაწვდინო ხმა გრძელვადიანი სიახლის შესახებ. ყოველთვის მინდოდა, ცუდი სუნისგან თავის დაცვაზე მესაუბრა, მაგრამ არ ველოდი, რომ Old Spice-ით დეოდორანტის ვარსკვლავი გავხდებოდი“.

რას უსმენდა საქართველო?! – Spotify-ის იანვრის სტატისტიკა

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია