in

ნახეთ: დრონით გადაღებული „გედების ტბა“ — Swan Lake Meets Salt Lake

ფოტოგრაფ ბრენ უოლსზე რომ მოგიყევით გახსოვთ? დრონებს მხატვრულად რომ იყენებს და ისედაც საოცარ ბალერინებს სულ სხვა კუთხიდან გვაჩვენებს… ამჯერად კი სრულიად ახალი სერიით Swan Lake Meets Salt Lake გადაწყვიტა ჩვენი აღფრთოვანება. ადამიანების ნათელი და ბნელი მხარეების შესწავლით შთაგონებულმა უნიკალური ადგილის ძებნა დაიწყო და ბონვილის დაბლობამდე მივიდა, დამშრალ მარილიან ტბამდე, სადაც მოცეკვავე სასონა ჰატენბაქი გადაიღო.

იგი შავი და თეთრი გედის ორმაგ როლს ირგებს, რასაც ფოტოგრაფი შემდეგნაირად განმარტავს: თეთრი და შავი გედები ჩემს შინაგან კონფლიქტებს ასახავს, რომლებსაც დიდი ხანია ვებრძვი… ახლა კი ამერიკულმა ბალეტმა მომცა ის სტრუქტურა და გამოხატვის ფორმა, რომელსაც ვაღმერთებ, მაგრამ ამგვარი დისციპლინა ბრძოლაა სამყაროს მიმართ ჩემივე ცნობისმოყვარეობის წინააღმდეგ. თქვენი განწყობის მიხედვით თქვენივე ჩრდილი შემოგთავაზებთ კომფორტს ან უფრო მუქ განწყობას ასახავს.

  

რას უსმენდა საქართველო?! – Spotify-ის ივლისის სტატისტიკა

ქაღალდის სკულპტურებად ქცეული რეტრო სათამაშო კონსოლები