in

Swarovski-მ კრისტალისგან კონკიას ჩანთა დაამზადა

Swarovski ამჯერად ყურადღების ცენტრში თავისი სამკაულებით კი არა, ჩანთით მოექცა, რომელიც, Coperni-სთან ერთად, ავანგარდული კოლაბორაციის ფარგლებში შემოგვთავაზა. ეს უკანასკნელი უჩვეულო მოდური აქსესუარებითაა ცნობილი, რომელთაგანაც ბელა ჰადიდის სპრეით მოხატული კაბა შეგვიძლია, გაგახსენოთ. 

BOG
BOG

დებიუტი დისნეილენდში, Paris Fashion Week-ზე, Coperni-ის Spring/Summer 2025-ის ფარგლებში შედგა. Crystal Swipe Bag 1.7 კილოს იწონის და 171 ზუსტად მოჭრილი კრისტალითაა დაფარული. მეტსაც გეტყვით, Swarovski-ის გუნდს ამ შედევრის შესაქმნელად 110 საათი დასჭირდა და შემოგვთავაზა ბზინვარება, რომელიც მარტივად გვამოგზაურებს თანამედროვე კონკიას სამყაროში. 

სვაროვსკის ჩანთა დაახლოებით 10 კილო კრისტალური მინისგან დამზადდა, ამიტომ, აღარც გლუვი და პრიალა ზედაპირი უნდა გაგვიკვირდეს. Coperni-ის სახელიც ამაყად აქვს ამოტვიფრული, სვაროვსკის საკულტო გედი კი მის ძირზე შეგიძლიათ, ნახოთ.

საინტერესოა, რომ გასულ წელს Swarovski-მ კონკიას ფეხსაცმელი გამოუშვა, რომლის შესაქმნელად 150 საათი დასჭირდა:

კრიპტალის ბოლო განახლებები-რა ფუნქციები დაემატა პლატფორმას?

ლიბერთიმ, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა