in

Apple-მა Swatch-თან სასამართლო დავა წააგო

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ბოლო დროს, აქტუალური გახდა. ეს საკითხი, საქართველოში, თითქოს, მეტ – ნაკლებად დარეგულირდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სირთულეა. საავტორო უფლებების დაცვა, სიმართლის მტკიცება, ან პირიქით, თავის მართლება, მსფოლიო ბრენდებსაც უწევთ. ამის ერთ-ერთი მაგალითი Apple-ისა და Swatch-ის სასამართლო დავაა, რომელიც საათების მწარმოებელმა შვეიცარულმა კომპანიამ მოიგო. ყველაფერი კი ასე დაიყო:

Swatch-მა, 2015 წელს, ერთ-ერთი მოდელის სარეკლამო კამპანიისთვის სლოგანი “Tick Different” გამოიყენა. გზავნილი, კომპანიამ, როგორც მისი საკუთრება, შევიცარიასა და ამერიკაში დაარეგისტრირა.

Apple-ის აზრით, სლოგანი ძალიან ჰგავდა სლოგანს “Think Different”, რომელსაც ბრენდი, სხავდასხვა სარეკლამო კამპანიაში, 1997-დან 2002 წლამდე იყენებდა. 2017 წელს, Apple-მა, Swatch-ს შვეიცარიის სასამართლოში უჩივლა. საათების მწარმოებელი ბრენდის მტკიცებით, გზავნილის “Tick Different” ინსპირაციის წყარო, მათივე, 1980-იანი წლების გზავნილი “Always Different, Always New” გახდა. გარდა ამისა, Swatch-ის მტკიცებით, შვეიცარიაში, Apple არც იმდენად ცნობილი ბრენდი არ არის, რომ მისი სავაჭრო ნიშნის გამოყენება მოენდომებინათ.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, სასამართლომ Swatch-ის მტკიცებულებები უფრო სარწმუნოდ მიიჩნია. თანაც, მათი თქმით,
Apple-ს არ წარუდგენია საკუთარი სიმართლის დამადასტურებელი დოკუმენტი – კომპანიას სასამართლოში უნდა მიეტანა ოფიციალური მტკიცებულება, რომ მისი მომხმარებლების, მინიმუმ, 50%, Swatch-ის სლოგანმა “Tick Different” შეცდომაში შეიყვანა.

საბოლოოდ, შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Swatch-ს სარეკლამო გზავნილი არ მოუპარავს და კომპანია უდანაშაულოდ სცნო. Apple-მა სასამართლო დავა წააგო.

როგორი შეიძლება იყოს სახლები მარსზე, ან მთვარეზე

„მხოლოდ ბირთვულ ენერგიას შეუძლია დედამიწის გადარჩენა“ – ნობელის პრემიის ლაურეატის გამოგონება