in

როგორ გამოვიმუშავოთ ფული სიარულით?

დრო რომ გქონდეთ, უფრო მეტს ივლიდით? სიარულის მოტივაციის გასაზრდელად, შეიქმნა პლატფორმა Sweatcoin, რომელიც სიარულში ფულს იხდის. Sweatcoin, ასე ვთქვათ, ციფრული ვალუტაა, რომლის მოსაპოვებლადაც აუცილებელია აქტიური იყოთ. Sweatcoin-ის გამოსამუშავებლად, პირველ რიგში, დაგჭირდებათ მისი აპლიკაციის ჩამოტვირთვა სმარტფონზე. აპლიკაცია მუდმივად გახსნილი უნდა იყოს და ნებისმიერ დროს, როდესაც მოძრაობთ, ის ითვლის ნაბიჯებს და ციფრულ ვალუტაში გარდაქმნის. ყოველ ათას ნაბიჯზე, დაახლოებით, 1 SWC-ს მიიღებთ.

გარკვეული რაოდენობის SWC-ების დაგროვების შემთხვევაში, მათ გადაცვლას შეძლებთ იოგას გაკვეთილებში, მაღალტექნოლოგიურ ფეხსაცმელებში, სმარტფონებსა და სმარტ საათებში. სურვილის შემთხვევაში, SWC-ების დონაციაც შეგიძლიათ. ამ მომენტში, Sweatcoin-ს 3,767,183,843,532 ნაბიჯი აქვს გადაკონვერტირებული.

სტატისტიკა: საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-თებერვალში

Adidas-მა “სამეფო კარის თამაშების” მოტივებზე კოლექცია შექმნა