in

ჯანჯაფილის თაფლაკვერით ასახული შვედეთის პანდემიური წელი

შვედეთში „ჯანჯაფილის თაფლაკვერის ცხობის კონკურსი“ წელს, რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიასთან დააკავშირეს და მცხობელებმაც ორიგინალურად გამოსახეს პანდემიური წელი.

ჩვეულებრივ, თაფლაკვერების გამოფენა შვედეთის არქიტექტურისა და დიზაინის მუზეუმში იმართება, სადაც თვალებგაფართოებული ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავენ, თუმცა წელს ის ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

მცხობელმა გადაწყვიტა, სანტა კლაუსი სკაიპში აელაპარაკებინა. გრეტა ტუნბერგი კლიმატთან დაკავშირებული პლაკატით მოეთავსებინა. კორონავირუსი კი მიწაზე “მიმოეყარა”… 

მცხობელებმა ასევე წარმოადგინეს ისეთი ნამუშევრები, სადაც შევხვდებით მზის სისტემის პლანეტებს, შუქურებს, დისტანციურ საუბარს ბებიებსა და შვილიშვილებს შორის.

ერთმა მცხობელმა კი გადაწყვიტა, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგიის – ანდერს ტეგნელისადმი პატივისცემა სწორედ თაფლაკვერის მეშვეობით გამოეხატა და შედეგად მივიღეთ მისი გამოსახულების თაფლაკვერები.

ეს თაფლაკვერი კი სოციალური დისტანციის აუცილებლობის გზავნილს წარმოადგენს.

„საქართველოს ბანკი“ მობილბანკის მომხმარებელს თანხის მოთხოვნის და გაყოფის ინოვაციურ ფუნქციონალს სთავაზობს

2020 წლის მზის ტოტალური დაბნელება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდა