in

Sweeft: 2022 წლის შეჯამება

წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, Sweeft-ის განვლილ თვეებს შევაჯამებთ. სააგენტოს კრეატიული დირექტორი, რამაზ დავითური, გვიყვება, როგორ ჩაიარა 2022-მა სააგენტოსთვის, რა სიახლეები თუ სირთულეები იყო, ან რას გეგმავენ უკვე მომავალი წლისთვის.

„2022 ძალიან სწრაფი და შედეგიანი ზრდის წელი იყო. დავიმატეთ კრეატიული დირექტორი (მე) და კიდევ რამდენიმე უმშვენიერესი კადრი კრეატიულ გუნდში. აქაც შესანიშნავი მასპინძლობა დაგვხვდა ძალიან გამოცდილი ადამიანების სახით და ერთად შევუდექით პირველ რიგში 2022 წლის დასრულებას და 2023 დაწყებასაც, რა თქმა უნდა.

წლის ბოლოსკენ ფრიად საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე პროექტებთან მოგვიწია შეჭიდება, რამაც 2022 წლის ბოლო თვეები ერთბაშად საინტერესო და ძალიან დატვირთულიც გახადა. ამიტომ, ვიკრებთ ახლა ძალებს, ცოტა ხანს ამოვისუნთქებთ და შევეჭიდებით საქმეებს ისევ.

გულწრფელად გითხრათ, მიმდინარე წელი ზრდის თვალსაზრისით შესანიშნავი იყო… უბრალოდ, ჯერ კიდევ ვერ ვაფასებთ რაღაცებს, გადაფასება 2023 წლისთვის მიმინდვია.

უკვე ახალი, მომავალი წლიდან Sweeft სრულ ციფრულ მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს — შესაბამისად, ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ სერვისები, გავიზარდოთ და მეტი რამით დაგამახსოვროთ თავი“.

გუგულიანი საათის საახალწლო ამბავი

დაათვალიერეთ „კენარის“ პრემიუმ სივრცე