in

Sweeft-ის ამბასადორების პროგრამა – საგზური ალიკანტეში

Sweeft არის კომპანია, რომლისთვისაც თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანია ხშირად გეგმავს მათთვის საინტერესო აქტივობებს და შეთავაზებებს, ამჯერადაც განსაკუთრებული სიახლე აქვს და სწორედ ამ თემაზე მოგიყვებით.

ესპანეთში, კერძოდ ალიკანტეში, კომპანიამ გახსნა ჰაბი, სადაც მისი თანამშრომლები, ამბასადორის პროგრამის ფარგლებში 2 წლით გაემგზავრნენ. სპეციალურად სვიფტელებისთვის ზღვისპირა ქალაქში მოეწყო ოფისი, სადაც დღეს უკვე 12 ქართველი დეველოპერი მუშაობს და იგეგმება, რომ ეს რიცხვი მალე 100-ს გადააჭარბებს.

ჰაბში ძირითადი კონცენტრაცია იქნება კომპანიის განვითარება Cloud-ის, Software Development-ისა და Data & Analytics-ის მიმართულებით. ეს ერთგვარი ტექ ჰაბია, რომლის საშუალებითაც კომპანიის გლობალური მიწოდების ქსელი იხვეწება და ვითარდება.

მაქსიმალურად ვეცადეთ, სვიფტელების ალიკანტეში გამგზავრება რაც შეიძლება კომფორტული ყოფილიყო, ამიტომ შევთავაზეთ ოჯახთებთან ერთად წასვლა. 2 წლის მანძილზე ჩვენი თანამშრომლები შეძლებენ იმუშაონ საზღვარგარეთ, თანამედროვე ოფისში და ესპანელი თანამშრომლებისგან გამოცდილება გაიზიარონ. ანაზღაურება კი ევროში, ესპანეთის ბაზრის შესაბამისად ექნებათ. სვიფტელებს მივეცით საშუალება, ისწავლონ ჩვენი გლობალური გუნდის სხვა წევრებისგანაც, რაც მათ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაზე აისახება“, – ამბობს ვაკო თურნავა, Sweeft-ის CEO.

Sweeft ქართული, საერთაშორისო ციფრული სააგენტოა, რომელიც კომპანია Making Science-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდება. დღეს 400-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და მომდევნო წლის ბოლოს 1200-ზე მეტს დაასაქმებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას როგორც პროგრამული უზუნველყოფის, ასევე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

[პარტნიორის კონტენტი]

დედამიწაზე ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირდა!

Sweetarts TikTok-ზე პირველ ბრენდირებულ კინოფესტივალს მასპინძლობს