in

Intelligent Advertising – ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო ივენთი თბილისში

2022 წლის 30 ივნისს თბილისში, სასტუმრო სტამბაში თავს 100-ზე მეტი მარკეტერი მოიყრის

კომპანია Sweeftის ორგანიზებით გაიმართება ივენთი – Intelligent Advertising, რომელსაც ესპანური კომპანია Making Science-ის კრეატივ დირექტორი – ვიქტორ ალვარეზი და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი – ვერენა ლეონი გაუძღვებიან. სპიკერები ისაუბრებენ ციფრული მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ციფრული მარკეტინგული კომპანია Making Science-ის საქართველოში შემოსვლით იქმნება.

ევროპასა და ამერიკაში Making Science-ის 20-ზე მეტი ოფისი 1,000+ პროფესიონალს ასაქმებს. მათ შორის ქართული კომპანია Sweeft-ის გუნდს, რომელიც 2021 წლიდან შეუერთდა Making Science-ს. საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის პარალელურად, Sweeft მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული ეკოსისტემის გაუმჯობესებას და სწორად ამ მოტივით იწვევს წამყვანი კომპანიების მარკეტერებს ახალ შესაძლებლობებზე სასაუბროდ.

სპიკერები ხაზს გაუსვამენ ციფრული აქსელერაციის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და გაგვიზიარებენ აქტუალურ ტრენდებს.

„ციფრული აქსელერაცია ჩვენთვის კომპანიის სწრაფ განვითარებას ნიშნავს, ახალი შანსებისა და შესაძლებლობების ხელიდან არ გაშვებას.“ – ამბობს Sweeft-ის მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი, ნინი მოსიაშვილი.

ციფრული აქსელერაციის მიზანია მოამზადოს კომპანია ნებისმიერი სიახლისა თუ გამოწვევისთვის. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Sweeft-სა და Making Science-ის პრემიუმ პარტნიორის სტატუსი ისეთ გიგანტურ პლატფორმებთან, როგორებიცაა Meta, Google, Amazon და სხვები. მათთან ერთად Sweeft ეხმარება კლიენტებს მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიღებასა და ციფრული სამყაროს გამოწვევებთან ადაპტირებაში.

ამ შესაძლებლობებისა და პრაქტიკული ქეისების შესახებ ინფორმაციას სტუმრები 30 ივნისს, Sweeft-ის უნიკალურ ღონისძიებაზე – Intelligent Advertising – მოისმენენ.

[პარტნიორის კონტენტი]

Leavingstone-ის ნამუშევარი Guinness-ის რეკლამის შთაგონების წყაროდ იქცა!

ნახეთ: კანადის ყინულის გამოქვაბულების ფოტოები