საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობას იწყებს და სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში ერთვება.
კომპანია Sweeft Digital თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეხუთე რაუნდის გამარჯვებულ სტარტაპებში, ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით, ბიზნესპარტნიორობის სანაცვლოდ, IT ტექნოლოგიების მიმართულებით საჭირო სერვისის საფასურის თანაინვესტირებას მოახდენს.

„Sweeft Digital პროექტით „ერთად წარმატებისკენ“ ინვესტირების უნიკალური რესურსია, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, სანდო ბიზნესპარტნიორთან ერთად გაუმარტივოს სტარტაპ იდეების რეალურ პროდუქტად გარდაქმნის პროცესი.
Sweeft Digital-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო პოტენციალის მქონე, ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციებისა და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება“.

კომპანია Sweeft Digital საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან, IT მიმართულებით: აპლიკაციების დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა. აღნიშნული რესურსებით კომპანია ქართველი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

დეტალური ინფორმაცია Sweeft Digital-ისა და მისი პროექტების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ კომპანიის ვებგვერდსა და Facebook გვერდზე.
[R]











