26
Mar
2019

საქართველო იტალიის ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში?

26 Mar 2019

Sweeft Group ქართული კომპანიაა, რომელიც ციფრულ პროდუქტებს ქმნის. კომპანიის ნამუშევრებს შორისაა აპლიკაცია Sweeft, რომელიც ფინანსური ოპერაციების გასამარტივებლად შექმნეს. აპლიკაციას მარკეტერის მკითხველი უკვე იცნობს. აპლიკაცია, გარდა ინდივიდუალური და ჯგუფური გადახდებისა, სოციალური ქსელის ფუნქციასაც ატარებს. Sweeft Group აერთიანებს ფინანსური ტექნოლოგიების, IT-ის, დეველოპმენტის, User Experience / UI, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საერთაშორისო მასშტაბზე დაიწყო ოპერირება და ამ დროისთვის, იტალიურ ბანკთან Iccrea Banca თანამშრომლობს. ფინანსური სერვისების გლობალური პროვაიდერის Swift-ის ინფორმაციით, Iccrea იტალიის ბაზარზე სიდიდით მესამე ბანკია. როგორ გავიდა იტალიის ციფრულ ბაზარზე Sweeft Group, რა პროდუქტებს ქმნის იტალიური კომპანიებისთვის? ამ და სხვა კითხვებით, Sweeft Group-ის წარმომადგენლებს მივმართეთ.

M: გვიამბეთ პროექტზე, რომელიც იტალიური ბანკისთვის შექმენით…

Iccrea Bank-ის მფლობელობაში არის e-commerce პლატფორმა Ventis. პროექტის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს მიერ შექმნილი აპლიკაცია Ventis Pay, არის სინთეზი ონლაინ შოპინგისა და საბანკო პროდუქტების. იდეა მომდინარეობს იქიდან, რომ ძველად მომხარებლები ირჩევდნენ ბანკებს იმის მიხედვით, სად უფრო უსაფრთხოდ შეინახავდნენ ფულს. ოთხმოციანებში ეს ტენდენცია შეცვალა თვითმომსახურების მოდელმა და შედეგად, მივიღეთ ბანკომატები. ამის შემდეგ, განვითარება მომდევნო საფეხურზე გადავიდა და აქტუალური გახდა “Banking, Everywhere, Anywhere” იდეა, რაც გულისხმობდა ბანკის ყველა პროდუქტის დისტანიცურად ხელმისაწვდომობას, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე პერსონალური კომპიუტერით. თუმცა ჩვენ ვთვლთ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მომხმარებლამდე პროდუქტის მიტანის გზების შეცვლით (რევერსი). ვგულისხმობთ, ხედვა უნდა იმართებოს იმ პროდუქტიდან რომლის გამოყენებაც, მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება და არა იმ ყველა პროდუქტის მხრიდან, რომლის მოწოდებაც შეუძლია ბანკს, მიუხედავად იმისა სჭირდება ეს მომხმარებელს თუ არა.

Our app!! ventispay!!

Gepostet von Vako Turnava am Mittwoch, 7. November 2018

M: როგორ დააინტერესეთ ბანკი?

ჩვენ ვეცადეთ, ზემოხსენებული იდეა გადმოგვეცა Sweeft-ის აპლიკაციით, რომლის კონცეფციაც დგას ბენქინგის მომავალზე. Sweeft აპლიკაცია არ არის მხოლოდ ციფრული პროდუქტი, რომელსაც საინტერესო ფუნქციები აქვს, ჩვენ შევქმენით სახე და იდეა, რომელიც თავის თავს ბევრი ქვეყნის ბაზარზე დაიმკვიდრებს, რადგან მოგეხსენებათ, ყველაფერი ციფრული მოდერნიზაციის პროცესშია. განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი მომსახურებასა და სერვისებს ექცევა, რაც ყოველი ბანკის პრიორიტეტს წარმოადგენს. ICCREA Bank-მა ეს ტენდენცია დაინახა და გააანალიზა, ჩვენ კი ზუსტ დროს ფუნქციურად მნიშვნელოვანი პროდუქტი შევთავაზეთ.

სამყარო ციფრული ტრანსფორმაციის პროცესშია, რადგან ჩვენ, როგორც მომხმარებლები მივისწრაფით მყისიერი რეაქციისა და სისწრაფისაკენ, შესაბამისად, კომფორტიც ამ ყველაფერთან ასოცირება.

კომპანიები თუ ბიზნესები, სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით მოქმედებენ, ფინანსური სერვისები მხოლოდ ბანკების პრეროგატივა აღარ არის და უახლოეს 10 წელიწადში, შესაძლოა, საერთოდ აღარ იყოს. ინტერესი, რომელიც ICCREA Bank-მა გამოხატა Sweeft Group-ის მიმართ, სწორედ ამ მოსალოდნელი ტენდენციების დანერგვას უკავშირდება.

M: რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული ეს თანამშრომლობა?

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთულად გადასალახი და გადასაჭრელი საკითხები უკავშირდებოდა ბიუროკრატიას, რომელიც იტალიაში ძალიან ჩახლართული და სიღრმისეულად პოლიტიკური პროცესია.

მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ იტალიის მოსახლეობა დაახლოებით 60 მილიონს შეადგენს, ბანკების მზაობა და რესურსის მობილიზება მომხმარებლების კომფორტის გაუმჯობესებაზე ძალიან მაღალია. ამ ფაქტზე დაყრდნობით, ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელზეც დიდ მოლოდინს ამყარებდნენ, რამაც დანერგვის პროცესი საგრძნობლად გაამარტივა.

M: რა პროექტები უნდა განახორციელოთ თანამშრომლობის ფარგლებში?

რაც შეეხება პროექტებს, გარდა შექმნილი პროდუქტისა Ventis Pay, ჩვენ გვაქვს მიმდინარე რამოდენიმე პროექტი, რომლებსაც, სამწუხაროდ ვერ გავასაჯაროებთ, რადგან NDA არ გვაძლევს ამის საშუალებას. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის პროექტების მიზანი, რაც ისევ და ისევ ციფრული ტრანსფორმაციაა.

M: თქვენ ახსენეთ, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიასაც ემსახურებით…

კი, ჩვენ ICCREA-ბანკის მსგავსად, ვემსახურებით იტალიის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიას TIM (Telecom Italia). მათთან თანამშრომლობა შედგა კომპანია OM-Group-ის გავლით. OM-Group არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც პოზიციონირებს როგორც field marketing, operational marketing კომპანია, OM-Group-ის პარტნიორი კომპანიები არიან American Express, UNICEF, Italo, SKY და ასევე TIM (TelecomI Italia).

ჩვენ შევიმუშავეთ მეთოდი და პროგრამული უზრუნველყოფა, რისი საშუალებითაც om-group-ის მიერ დაგენერერბული ინფორმაციის (TIM-თვის) გაციფრულება ხდება 5-ჯერ უფრო სწრაფად და 25% პროცენტით ნაკლები დანახარჯით, ჩვენი შემდეგი წლის გეგმაა დანახარჯის 35%-მდე შემცირება.

განხილვა