როგორც წესი, ამ კითხვაზე პასუხს ჩვენს სახლში თუ სხვა ნაცნობ სივრცეებში მარტივად ვპოულობთ, აშკარად გამოკვეთილ დამნაშავეთა სიაც გვაქვს, მაგრამ Waitrose-ის შემთხვევაში საქმე მეტად გართულდა… ამბავი ჭამის მოყვარული ოჯახით იწყება, რომელთაც უცბად მოულოდნელი რამ დაატყდებათ თავს — საშობაო დესერტი გაქრება! თანაც ეს Sweet Suspicion: A Waitrose Mystery-ის პირველი ნაწილია და პასუხის პოვნა მეორე ნაწილის გამოსვლამდე მაყურებელს დაევალა…
თუმცა მარტო არ ხართ, მეთიუ მაქფაიდენის პერსონაჟი დეტექტივის როლს ირგებს და ამ საქმის გახსნას ცდილობს. შესაძლოა, დამნაშავე ბებია იყოს ან დიასახლისი სამირა… ეჭვმიტანილთა მრავალფეროვანი შემადგენლობით, მაყურებელს უტოვებენ კითხვას, თუ ვინ ჩაიდინა სადღესასწაულო დანაშაული.
„სიმართლე რომ ვთქვათ, რაღაც ცოტათი განსხვავებულის გაკეთება გვინდოდა და მომხმარებლების გაოცება იმით, რაც აქამდე არ უნახავთ… ჩვენს სოციალურ ქსელებში გაერთიანებული სამეფოს ორი ყველაზე ცნობილი დეტექტივიც გვეყოლება, რომლებიც ეცდებიან, გამოიცნონ, ვინ ჩაიდინა დანაშაული“, — აცხადებს ნათან ანსელი, Waitrose-ის სუპერმარკეტების ქსელიდან.
რაც შეეხება ვარსკვლავურ შემადგენლობას, აქ მეთიუ მაქფაიდენის გარდა, The Succession-ის ვარსკვლავ ჯო უილკინსონს, Sex Education-ის რეკი თაკრარს, Fleabag-ის შან კლიფორდს, Slow Horses-ის დასტინ დემრი-ბერნსისა და Agatha Christie’s Miss Marple-ის რეკლამიდან ერილ მეინარდს ნახავთ:
Sweet Suspicion: A Waitrose Mystery-ის კამპანიაზე Saatchi & Saatchi-ის სააგენტომ იმუშავა. პასუხის მოსაფიქრებლად კი რამდენიმე კვირა გაქვთ, რადგან მეორე ნაწილში, სავარაუდოდ, უფრო მეტს გავიგებთ დესერტის შესახებ…