in

Swing Festival-ზე დასასწრებად კოვიდ უარყოფითი ტესტის პასუხი აუცილებელია

30 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ფოთში – ოქროს ტბის ტერიტორიაზე Swing Festival -ზე კოვიდ უსაფრთხო ზონა მოეწყობა. ფესტივალის რეგულაციების მიხედვით, სტუმრები ღონისძიებაზე დასწებას მხოლოდ კოვიდ უარყოფითი ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში შეძლებენ. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ უკანასკნელი 24 საათის განმალობაში, მეგა ლაბის ლაბორატორაში მიღებული ტესტის პასუხი, ან ფესტივალის შესასვლელებთან, ადგილზე მოწყობილ ლაბორატორიებში ჩაიტარონ ტესტირება. სტუმრები პასუხს შესასვლელთან მოწყობილ სპეციალურ ზონაში დაელოდებიან. ადგილზე ტესტის ღირებულება ოც ლარს შეადგენს. 

კოვიდ დადასტურებული პირები საფესტივალო ზონაში ვერ მოხვდებიან, თუმცა შეძლებენ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ ვირუსი და დაიცვან როგორც საკუთარი თავი, ასევე გარშემომყოფები. თითოეულ მათგანს სრულად დაუბრუნდება ბილეთში გადახდილი თანხა. აღნიშნული რეგულაცია ფესტივალის ყველა სტუმარზე, ვენდორსა თუ თანამშრომელზე გავრცელდება – Მათ შორის ვაქცინირებულ პირებზეც. 

საფესტივალო ზონა 10 ჰექტარს მოიცავს და ობიექტების ძირითადი ნაწილი ღია სივრცეშია განთავსებული. ტერიტორიის ფართობი და სუფთა ჰაერი ხელშემწყობი ფაქტორებია კოვიდ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. 

ფესტივალის იდეის გაჩენისთანავე დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეგვექმნა სტუმრებისთვის არა მხოლოდ საუკეთესო გამოცდილება, არამედ უსაფრთხო გარემო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ შევქმნათ სივრცე, სადაც თანმდევი სტრესისგან გათავისუფლება იქნება შესაძლებელი, ხოლო მეორე მხრივ, მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების პრევენცია. სწორედ ამიტომ თითოეული სტუმარი მხოლოდ კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემდეგ შეძლებს საფესტივალო ზონაში მოხვდრას. ფესტივალის რეგულაციები მაქსიმალურად ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს, თუმცა ცხადია აბსულუტური უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს, სწორედ ამიტომ, დამატებით ტერიტორია მოწყობილი იქნება რეკომენდაციების გათვალისწინებით და ასევე აღჭურვილი საჭირო საშუალებებით“.- ამბობს Swing Festival-ის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ჯულაყიძე.

სამი დღის განმავლობაში, 70-მდე ქართველი და უცხოელი არტისტი Swing Festival-ის სამ სცენაზე გადანაწილდება და განსხვავებული გემოვნების მსმელისთვის დაუკრავს. გარდა უცხოეთიდან მოწვეული არტისტებისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართველი მუსიკოსების წარმოჩენას. 

ფესტივალის მიზანია შექმნას სივრცე, რომელშიც მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებს და მათ საუკეთესო საფესტივალო გამოცდილებას შესთავაზებს. ასევე წარმოაჩინოს უძველესი საპორტო ქალაქის  გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობები და წვლილი შეიტანოს რეგიონის კულტურულ თუ ეკონომიკურ განვითარებაში.

ფესტივალზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ფესტივალის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Facebook   Instagram

 

[პარტნიორის კონტენტი]

ყველა კომპანიას სჭირდება “ციფრული მომთაბარეების” პოლიტიკა

„გლორიას“ უნივერსალური კონცეფცია