23
Jul
2019

სარეკლამო ინდუსტრიის შვეიცარიულ დანად წოდებული კენტარო კიმურა Ad Black Sea 2019-ზე

23 Jul 2019

წელს, ქართულ საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალს Ad Black Sea სარეკლამო ინდუსტრიის შვეიცარიულ დანად წოდებული კენტარო კიმურა ეწვევა. კენტარო კიმურა სააგენტო Hakuhodo-ს კრეატიული დირექტორი და თანამმართველია აზია-ოკეანეთის რეგიონში. Hakuhodo საუკუნოვანი ისტორიის მქონე სააგენტოა, ის 1895 წელს დაფუძნდა. 20 ქვეყანაში 150-ზე მეტი ოფისი აქვს და 3000-ზე მეტ დამკვეთს ემსახურება, ზოგიერთ მათგანთან 60-ზე მეტ წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. კე

Ad Black Sea-ს წლევანდელი სპიკერი კენტარო კიმურა არამხოლოდ საინტერესო პიროვნებაა, არამედ მულტიტასკინგის ნამდვილი ოსტატი. მისი კარიერა სტრატეგიული დაგეგმარებით დაიწყო, შემდეგ, კრეატივში გადაიცვალა, დღეს კი აღმასრულებელ დირექტორად გვევლინება.

კარიერის განმავლობაში მას ყოველთვის აინტერესებდა, როგორ აემაღლებინა გუნდის წევრების მოტივაცია, ეფექტიანობა და შემოსავლები. ამიტომ, მან დააფუძნა Hakuhodo Kettle, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სააგენტო, რომელსაც მოგებული აქვს არაერთი ჯილდო. სააგენტოს მიზანი იყო, გაერღვია ტრადიციული რეკლამის საზღვრები.

მისი გულმოდგინეობისა და შრომისმოყვარეობისთვის კენტაროს მიღებული აქვს უამრავი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, D&AD-ის ყვითელი ფანქარი, კანის ვერცხლის ლომი, One Show-ის ოქროს ფანქარი, ლონდონის საერთაშორისო ოქრო, Clio Award-ის ოქრო, NY ფესტივალის გრან პრი, აზია-ოკეანეთის სარეკლამო ფესტივალის გრან პრი, Spikes Asia-ს ოქრი, Adstars-ის გრან პრი და ა.შ. გამოცდილების გამო, მას ხშირად იწვევენ ჟიურის წევრადაც. ის კანის ლომების სპიკერიც იყო რამდენჯერმე.

Ad Black Sea ბათუმში, 19-21 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის დელეგატებს კენტარო კიმურას გაცნობისა და მისი გაზიარების საშუალება მიეცემათ. Ad Black Sea წელს მეხუთედ ტარდება და 15 ქვეყნის 600-ზე მეტ სტუმარს გააერთიანებს.

განხილვა