კომპანიამ Swiss-Mile ინოვაციური რობოტი შექმნა, რომელსაც როგორც ოთხ, ისე ორ ფეხზე დგომა და მრავალმხრივი დავალებების შესრულება შეუძლია. თუ ვარაუდებს დავეყრდნობით, ეს რობოტი სხვა მიწოდების სერვისებისთვის ძლიერი კონკურენტიც გახდება, რადგან მისთვის დაბრკოლებას არც კიბეები ან სხვა წინაღობები წარმოადგენს.
იმისთვის, რომ რობოტი ეფექტური და მრავალმხრივი გამოყენების ყოფილიყო, ექსპერტები 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. შედეგად, მას ბორბლებიანი ფეხებით საათში 14 მილს შეუძლია მიაღწიოს და გადაიტანოს ნებისმიერი ტვირთი, რომლის წონაც 110 ფუნტს არ აღემატება. ხოლო მას შემდეგ, რაც რობოტი ორ ფეხზე დგება, მას ტვირთის დამოუკიდებლად აღება და, მაგალითად, მანქანაში მოთავსება შეუძლია. ეს ყველაფერი კი ადამიანის ჩარევის გარეშე ხდება.
ამას გარდა, რობოტი სხვადასხვა სპეციალური სენსორითა და ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მქონე კონტროლის სისტემითაა აღჭურვილი, მათ შორისაა LiDAR სენსორები და GPS, რაც მას მარშრუტების შედგენისა და დროთა განმავლობაში რაღაცების სწავლის საშუალებასაც კი აძლევს.
როგორც ამბობენ, წელს რობოტი კომერციულად ხელმისაწვდომიც გახდება.