in

Google-ის ახალი აპლიკაცია მონაცემების iPhone-დან ანდროიდზე გადატანაში დაგეხმარებათ

Switch to Android მალე იქნება ხელმისაწვდომი App Store-ზე

veon
veon

Google ახალ iOS აპლიკაციას, სახელწოდებით, “Android-ზე გადასვლა” – მას თქვენი iPhone-დან ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემების კოპირება და აპლიკაციების გადატანა შეეძლება.

სტატიაში სწორედ იმ ძირითად მახასიათებლებზეა საუბარი, რომლებიც, სავარაუდოდ, ახალი აპლიკაციის ნაწილი იქნება. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რამდენად განახორციელებს კომპანია თითოეულ მათგანს – ან, იქნებ ეს სია არასრულყოფილიც კი იყოს.

Android-ზე გადასვლა

დღეისათვის აიფონიდან ანდროიდზე მონაცემების გადატანის ოფიციალური გზა Google Drive-ზე მათი სარეზერვო ასლის შექმნა და ახალ სმარტფონში ჩამოტვირთვაა. მართალია, ასე მნიშვნელოვანი მონაცემებისა და ფოტოების შენახვას ვახერხებთ, მაგრამ არა – აპლიკაციების.

ახლა კი ოფიციალური ანდროიდის მონაცემთა აღდგენის ინსტრუმენტმა 1.0.382048734 ვერსიასთან ერთად მნიშვნელოვანი ფუნქცია მიიღო. “Android-ზე გადასვლა” და პირიქით “iOS-ზე გადასვლა”.

იმისათვის, რომ აღნიშნული ფუნქციით ისარგებლოთ, რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გავლა გჭირდებათ:

  • App Store-ში ჩამოტვირთეთ აპლიკაცია “Switch to Android”. (თუმცა ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი)
  • გადადით Wi-Fi პარამეტრებზე.
  • დაუკავშირდით ქსელს ^1  და შეიყვანეთ პაროლი ^2.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოთ ხსენებულისა, ისეთი მონაცემების კოპირებაც შეგიძლიათ, როგორიცაა SMS შეტყობინებები და კონტაქტები. ამისათვის საჭიროა, iTunes-ის სარეზერვო პაროლი შეიყვანოთ. რა თქმა უნდა, ვერცერთი ფასიანი აპლიკაციის გადატანას ვერ შეძლებთ ერთი მოწყობილობიდან მეორეზე.

ჯერჯერობით უცნობია, პროგრამული თვალსაზრისით ზუსტად როგორ იმუშავებს ახალი აპლიკაცია. ამ დროისათვის უცნობია, როდის ამოქმედდება აპლიკაცია App Store-ში, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. იმის გათვალისწინებით, რომ ეფლი უკვე ხუთ წელზე მეტია, “iOS-ზე გადასვლის” აპლიკაციას გვთავაზობს, გასაკვირია, რატომ არ შექმნა Google-მა მსგავსი შესაძლებლობა უფრო ადრე.

რა არის დივიდენდი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ახალი გეიმინგ კომპიუტერი იმდენად ბევრ ენერგიას მოიხმარს, რომ კალიფორნიაში აკრძალულია