სამთო-სათხილამურო კურორტების მოყვარულებისთვის Swoop-ზე განსაკუთრებული სიახლეა. ბრენდი საბაგიროების ერთჯერადი და მრავალჯერადი აბონემენტების შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ. აბონემენტის შეძენა შესაძლებელია, როგორც კურორტების მულტიქარდის, ასევე გუდაურისა და გოდერძის სასურველი შეთავაზების არჩევისას.
იმისათვის, რომ აბონემენტის შეძენისას Swoop-ის ფასდაკლებით ისარგებლოთ, საჭიროა ვებგვერდზე Mastercard-ის ბარათით გადაიხადოთ.
Swoop-ის აბონემენტებით მომარაგებას მთის ტრასების სააგენტო, ხოლო დამზადებას თავად კომპანია უზრუნველყოფს. ბარათის შეძენის წესები შემდეგია:
- Swoop-ზე აბონემენტის ბარათის შეძენა შესაძლებელია ერთჯერადად შევსებული ბალანსით, რომელიც განსაზღვრულია იმის მიხედვით, თუ რომელი ნაკრების ყიდვა გსურთ.
- ბარათების დამზადება და მიწოდება შეკვეთიდან, მაქსიმუმ, 3 სამუშაო დღეშია შესაძლებელი.
- ბარათების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.
- შეთავაზება აქტიურია 31 იანვრის ჩათვლით.
Swoop-მა და Mastercard-მა 2022 წელსაც არაერთი სიურპრიზი მოუმზადეს თავიანთ მომხმარებლებს. კოლაბორაციამ, რომელიც Swoop-ის დასვენების კატეგორიას მოიცავდა და მსურველებს Mastercard-ის ბარათით გადახდისას არსებულ შეთავაზებებთან ერთად, დამატებით 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა, განსაკუთრებული წარმატებით ჩაიარა. აქციით, ჯამში, 850-მდე ადამიანმა ისარგებლა და საქართველოს სხვადასხვა სასტუმროში განსაკუთრებულ ფასად დაისვენა.
Swoop შექმნის დღიდან ზრუნავს ადამიანებისათვის კომფორტული და სასიამოვნო ყოველდღიურობის შესაქმნელად, რისთვისაც მუდმივად მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, 2023 წელი, ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება.
[R]