23
Nov
2018

Swoop.ge შავი პარასკევის მასშტაბურ კამპანიას იწყებს

23 Nov 2018

Swoop.ge საქართველოს ონლაინ გაყიდვების ისტორიაში, შავი პარასკევის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას იწყებს. თუ ფულს აგროვებდით შავი დღისთვის, ჩათვალეთ რომ დადგა.

Swoop.ge ფასდაკლებების პიონერი ვებ-გვერდია საქართველოში, რომელიც 8 წელზე მეტია თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულების კომპანიებთან: რესტორნებთან, ესთეტიკის ცენტრებთან, სასტუმროებთან, ტექნიკის ბრენდებთან და ა.შ.

„ სვუპზე ყოველდღე Black Friday-ია, მაგრამ 23 ნოემბერს ფასები საერთოდ შავ დღეში ჩავარდება. www.blackfriday.swoop.ge -ზე საუკეთესო ფასად გაიყიდება მოთხოვნადი ტექნიკა და სხვადასხვა მომსახურება. მთავარია, არ დაგავიწყდეთ Black Friday-ს მთავარი წესი – ყიდვა დასწრებაზეა!“ – აცხადებენ კომპანიაში.
საიტზე ასევე უმარტივესი თამაშით შესაძლებელია ყველასთვის სასურველი iPhone XS Max-ის მოგება.
[R]

განხილვა