„როგორ გავატაროთ დრო?“ – ეს კითხვა თანამედროვე ადამიანისთვის ყოველთვის აქტუალურია, თუმცა პასუხი კი ხშირად რუტინულ არჩევანს არ სცდება. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, თამაშის წესების შეცვლა გადაწყვიტა „სვუპმა“, რომელიც უკვე ათეული წელია მომხმარებლისთვის ფასდაკლების ვაუჩერებთან ასოცირდებოდა. თუკი ბრენდი აქამდე დაზოგვის საშუალება იყო, ახლა აღმოჩენების სამყაროდ, თავგადასავლების მაძიებელ და ხალისიან პლატფორმად გარდაიქმნება.
რებრენდინგის პროცესი ვიზუალური განახლების გარდა, გულისხმობს ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას, სადაც ერთმანეთს ახალი ბიზნეს-მოდელი, შეცვლილი სტრატეგია და სრულიად განსხვავებული ვიზუალური ენა ერწყმის. კომპანია მიზნად ისახავს, მომხმარებელს არა უბრალოდ კარგი ფასი, არამედ ახალი გამოცდილებები და იდეები შესთავაზოს. როგორ ითარგმნა ახალი სტრატეგია დიზაინში, რატომ შეიცვალა ბიზნეს-მოდელი და რას ნიშნავს „სვუპერ შეთავაზებები“? – რებრენდინგის დეტალებზე „სვუპის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი თიკა მახარაშვილი, სააგენტო „სუპერმარკეტის“ ბრენდ სტრატეგი ვასკა ჩუბინიძე და Studio Reckless-ის წარმომადგენლები – ანკა ქოიავა და ლიზა ყაჯრიშვილი – გვესაუბრნენ.
M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, რას მოიცავს „სვუპის“ განახლებული ბრენდი?
თიკა მახარაშვილი: როცა „სვუპის“ განახლებაზე დავიწყეთ ფიქრი, არ გვინდოდა, ეს მხოლოდ ბრენდის იდენტობისა და ვიზუალური სტილის ცვლილება ყოფილიყო. პირიქით, გვსურდა მარკეტინგს გამოეხატა ახალი ბიზნეს სტრატეგია და კონცეპტუალური ტრანსფორმაცია.
ახალი „სვუპის“ მთავარი ბირთვი ის შეთავაზებებია, რომლებიც მოცემულ მომენტში შენთვის საუკეთესოა როგორც ახალი გამოცდილების მიღების, ისე ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის მიცემული ეს დაპირება შევასრულოთ – მუდმივად შევთავაზოთ საინტერესო და ახალი აქტივობები, რაც მათ „რა ვქნათ?“ ტიპის დილემის დროს „სვუპერ“ გამოსავლის პოვნაში დაეხმარება.
ვასკა ჩუბინიძე: „სვუპი“ ქართულ ბაზარზე უკვე ათწლეულზე მეტია ოპერირებს და ტრადიციულად, მომხმარებელს გართობისა და დასვენების სფეროში ფასდაკლების ვაუჩერებს სთავაზობს, თუმცა დროთა გან
სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა „სვუპის“ კონცეფციისა და შეთავაზებების სისტემური გადატვირთვა. ამ პროცესმა სრულიად ახალი მიმართულება გახსნა: „სვუპი“ დაზოგვაზე ორიენტირებული ვაუჩერების პლატფორმიდან აღმოჩენების სამყაროში გადადის და იქცევა სივრცედ, რომელიც ადამიანებს ახალ იდეებს, გამოცდილებებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს.
M: „როგორ გავატაროთ დრო?“ – ეს კითხვა ბევრისთვის აქტუალურია. როგორ პასუხობს განახლებული ბრენდი ამ გამოწვევას?
ვასკა ჩუბინიძე: ახალი „სვუპი“ Jester-ისა და Explorer-ის არქეტიპების სინთეზს წარმოადგენს – ეს არის ბრენდი, რომელიც ერთდროულად ხალისიანიცაა, ავანტიურისტიც და მუდმივად რაღაც საინტერესოს ეძებს. შესაბამისად, ფუნდამენტურად იცვლება ყველაფერი: შეთავაზებები, ვებგვერდის UX/UI, ვიზუალური და ვერბალური იდენტობა, ბრენდის ენერგია და ხასიათი. „სვუპი“ ხდება ფერადი, მხიარული და უშუალო – ისეთი, ვინც ადამიანებს მოქმედების სურვილს უჩენს. ამ ახალი ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა სლოგანიც – „სვუპერ შეთავაზებები“, რაც ყოველ ვიზიტს მცირე აღმოჩენად აქცევს.

M: მომხმარებელი წლების განმავლობაში „სვუპს“ კონკრეტული ვიზუალით იცნობდა. როგორ გადმოთარგმნეთ ახალი სტრატეგია ვიზუალურ ენაზე?
Studio Reckless: აქამდე „სვუპი“, თავისი სტილიდან გამომდინარე, ძირითადად ფასდაკლებებისა და შეთავაზებების საიტად აღიქმებოდა. სტრატეგიული დავალებაც სწორედ ამ აღქმის ცვლილება იყო – ბრენდი უნდა გადაქცეულიყო აღმოჩენების სამყაროდ, ადგილად, სადაც ყველაფერს იპოვიდი.
ლოგოს ხასიათი და ფორმა შეიცვალა. ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება იყო ხმა, რომელმაც, ფაქტობრივად, თავად გვიკარნახა ვიზუალური სტილი. პროცესი ასე წარიმართა: ჯერ გაჩნდა იდეა, შემდეგ ხმა და ბოლოს – ლოგოს ფორმა. ტრადიციული მწვანე ფერი ჩანაცვლდა პალიტრის ფართო სპექტრით, რომელიც იდეალურად ერგება ბრენდის მრავალმხრივ ხასიათს.
ბრენდინგის ელემენტები მრავალმხრივად ჩაიშალა. ლოგოს გარდა, შემუშავდა სპეციფიკური, მხიარული და განსხვავებული ფოტო-სტილი, რომელსაც უკვე გაცოცხლებულ კამპანიურ ვიდეოში ვხვდებით. ეს ვიზუალური ენა ბრენდს ეხმარება, იყოს უფრო ცოცხალი და თანამედროვე.
M: დავუბრუნდეთ ფუნქციურ ცვლილებებს. რატომ გადაწყვიტეთ დროისა და რაოდენობის ლიმიტის დაწესება და როგორ შეცვლის ეს მომხმარებლის ქცევას?
თიკა მახარაშვილი: ამ იდეამდე პარტნიორების საჭიროებების სიღრმისეულმა გააზრებამ მიგვიყვანა. გვინდა, SWOOP-ი მათთვის ეფექტურ კომერციულ ინსტრუმენტად იქცეს, რომელსაც საკუთარ საჭიროებებს მოარგებენ. გვესმის, რომ მუდმივი ფასდაკლება ბიზნესისთვის ყოველთვის ხელსაყრელი არ არის, ამიტომ მათ ვაძლევთ საშუალებას, კარგი შეთავაზება ლიმიტირებული დროით ან რაოდენობით გამოყონ.
ეს, თავის მხრივ, მომხმარებლებისთვისაც ქმნის უკეთესი პირობის მიღების შესაძლებლობას, რომლით სარგებლობაც დროულად უნდა მოასწრონ. შედეგად, ბრენდი უფრო დინამიკური, იმპულსური და მრავალფეროვანი ხდება.
M: როგორ გეგმავთ, რომ ეს „ახალი გამოცდილებები“ მუდმივად საინტერესოდ აქციოთ მომხმარებლისთვის?
თიკა მახარაშვილი: ჩვენი მიზანია, „სვუპი“ ჩამოყალიბდეს როგორც ცხოვრების სტილის ტიპის ბრენდი – თავგადასავლებითა და აღმოჩენებით სავსე ცხოვრების აგიტატორი. ბრენდი, რომელიც ზედმიწევნით ერკვევა მომხმარებლის საჭიროებებში და მათთვის გამორჩეულად საუკეთესო შეთავაზებებს ქმნის. ის იქნება ერთგვარი კატალოგი, სადაც შეთავაზებები უკვე შედარებულია და არჩევანის გაკეთება მარტივია.
[R]










