in

3 რჩევა სწორი ბიზნეს პარტნიორის მოსაძებნად

იმისათვის, რომ იპოვოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ხედვას იზიარებენ და შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ საერთო გეგმებს, პირველ რიგში ხშირად ისაუბრეთ თქვენს იდეებზე. ნუ შეგეშინდებათ, რომ ვინმე მოიპარავს მათ — ადამიანთა უმეტესობა საკუთარ ცხოვრებაზეა ორიენტირებული და არ აქვს ენერგია, შექმნას პროდუქტი, რომელიც რეალურად გაუწევს კონკურენციას თქვენსას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

1) როდესაც საუბრობთ თქვენს კონცეფციაზე და ხვდებით დაინტერესებულ ადამიანებს, უკეთ გაეცანით მათ. თუ ვინმე თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტინქტებს — ნუ უგულებელყოფთ ინტუიციას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას შესანიშნავი ინტუიცია ან ბევრი მომგებიანი კავშირი აქვს. ჩვეულებრივ, კითხვები და ეჭვები, რომლებიც შინაგან დონეზე წარმოიქმნება, სწორი და გამართლებულია.

ანალოგიურად, თუ თქვენთვის შესაფერის კანდიდატს ნაკლებად საინტერესო რეზიუმე აქვს, განსხვავებულად შეაფასეთ სიტუაცია — როგორ შეუძლია შეცვალოს თქვენი სუსტი მხარეები მისმა ძლიერმა მხარეებმა, ან პირიქით, თქვენმა — მათი. შესაძლოა, ისინი ძალიან ჭკვიანები იყვნენ, მაგრამ ამის გამოსავლენად შესაბამისი გარემოებები არ ჰქონიათ. ან, იქნებ სოციალური ურთიერთობების დამყარებისა და მართვის კუთხით არიან განსაკუთრებით ძლიერები? მოკლედ, თუ მათი გამოცდილება ცუდია, მოძებნეთ დამაბალანსებელი ფაქტორები.

2. აირჩიეთ რეალური უნარების მქონე ადამიანი. როდესაც თანადამფუძნებლებს ეძებთ, შეაფასეთ მათი მენეჯერული გამოცდილება. ზოგიერთს არ ესმის მენეჯმენტის უნარების მნიშვნელობა, მაგრამ მათი ნაკლებობა ბევრ პრობლემას იწვევს — განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპანია ზრდის ეტაპზეა.

სტარტაპების უმეტესობის საწყის ეტაპებზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანია და ყველა ყველაფერს აკეთებს. მასშტაბის განსაზღვრისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია გუნდის აშენებიდან გუნდის მართვაზე გადასვლა. თუ მოიწვიეთ თანადამფუძნებელი, რომელსაც არ აქვს მენეჯმენტის გამოცდილება, მოგიწევთ სწრაფად მიიღოთ ზომები ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად.

ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, მოძებნეთ ადამიანები, რომლებმაც გააკეთეს ის, რაზეც ამბობენ, რომ გააკეთეს. დარწმუნდით, რომ მათ შესაბამისი გამოცდილება აქვთ — და არა, აქ თქვენი მეუღლის მამიდაშვილ-ბიძაშვილის ფაქტორი არ გულისხმობს „შესაბამის გამოცდილებას“. მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმეს სურს თქვენს კომპანიაში მუშაობა და ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომია, არჩევანი მასზე არ უნდა შეაჩეროთ.

თქვენს გუნდში ყველამ უნდა გასცეს მაქსიმუმი, ამიტომ მიიღეთ საუკეთესო გადაწყვეტილებები. იყავით უკიდურესად ფრთხილად თქვენი პირველი ადამიანების არჩევისას, რადგან თითოეული მათგანი კომპანიის ორიგინალური დნმ-ის ნაწილად იქცევა — ისინი ან წარმატებას მოგიტანენ, ან უკან დაგხევენ.

3. დაბოლოს, დარწმუნდით, რომ მოგწონთ ადამიანები, რომლებიც ბორტზე გყავთ. თქვენ ხართ სტარტაპში, ეს თქვენი გუნდია. „ახალბედა კომპანიების“ განადგურების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი შიდა კონფლიქტებია. რეალურად, თქვენ უნდა შექმნათ გუნდი, რომელიც სამომავლოდ, ერთობლივი მუშაობით კიდევ უფრო ძლიერ გუნდებს და საინტერესო საქმეებს დაუდებენ სათავეს.

წყარო: Fast Company



500 Global-ის რჩეულთა სიაშია KOVZY – პლატფორმა ვებგვერდის 1 დღეში ასაწყობად!

Lean-ისა და Agile-ის გარეშე ილუზიაში ვცხოვრობთ