კოსმოსში არსებული რადიოაფეთქებები ჩვენთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. ენერგიის კაშკაშა ციმციმი მხოლოდ მილიწამით გრძელდება, რაც ასტრონომებს მათზე დაკვირვებაში ხელს უშლის. რეალურად კი, ამ საკითხის სიღრმისეულად შესწავლა სამყაროს სხვა თავისებურებების დადგენაში დაგვეხმარება.
ბოლო 15 წლის განმავლობაში რადიოაფეთქებების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა — მათგან მცირე ნაწილი გამეორდა და ასტრონომებს 20-ზე მეტი სწრაფი რადიოაფეთქების დაკვირვებისა და წარმოშობის დადგენის საშუალება მისცა. მათ შორისაა 20200120E, რომელიც პატარა დათვის თანავარსკვლავედში განმეორდა. ეს მკვლევრებისთვის სიურპრიზი იყო, რადგან აქამდე ფიქრობდნენ, რომ ეს მხოლოდ მაგნეტარში, ანუ ნეიტრონულ ვარსკვლავებში ხდებოდა და არა თანავარსკვლავედებში.
ხოლო, თუ განმეორებადი რადიოაფეთქების წყარო არის რაღაც სხვა და არა ტრადიციული მაგნეტარი, ეს უნიკალური ან უჩვეულო იქნება… ფიქრობენ, რომ 20200120E მაგნეტიზებული ნეიტრონული ვარსკვლავიდან წარმოიშვა, რომელიც თეთრი ჯუჯის აკრეციული კოლაფსით ან ბინარულ სისტემაში ვარსკვლავების შერწყმით ჩამოყალიბდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ძველმა თეთრმა ჯუჯა ვარსკვლავმა მასთან ახლოს მდებარე ვარსკვლავი შთანთქა, სანამ იგი მაგნიტარად დაიშლებოდა.