მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენა არა მეტაბოლიზმს, არამედ სხეულის ტემპერატურას აქვს.
ადამიანები, რომელთაც აქვთ სწრაფი და სარისკო ცხოვრების წესი, უფრო ხშირად ხვდებიან ავარიებში და, შესაბამისად, გარდაცვალების რისკიც იზრდება. ბიოლოგიაში კი იგივე პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: ცხოველები, რომელთაც აქვთ მაღალი მეტაბოლიზმის მაჩვენებლები უფრო ადრე კვდებიან, ვიდრე ნელი მეტაბოლიზმის მქონე ცხოველები.
თუმცა კონკრეტულ სახეობებში მეტაბოლიზმისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის კავშირი არც ისე აშკარაა. მართალია, კალორიების შეზღუდვა თუ ვარჯიში დაბალი მეტაბოლიზმის მაჩვენებლებს განაპირობებს, თუმცა ამას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დიდი გავლენას არ აქვს.
მეტაბოლიზმის ეფექტისთვის ამის მიზეზად სხეულის ტემპერატურა ითვლება. ზოგადად, მეტაბოლიზმის დაბალი მაჩვენებელი სხეულის დაბალ ტემპერატურასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, კვლევისას თაგვები, რომლებიც დაბალ კალორიებს იღებდნენ, დიდხანს ცოცხლობდნენ, თუმცა ჩვენ ზუსტად არ ვიცით ეს რით იყო გამოწვეული — სხეულის დაბალი ტემპერატურით თუ მეტაბოლიზმით.
იმისთვის, რომ დაედგინათ, რომელი ფაქტორი იყო ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანი მკვლევრებმა უჩვეულო სიტუაცია გამოცადეს, როცა მეტაბოლიზმისა და სხეულის ტემპერატურის მაჩვენებლები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა…
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მღრღნელების ამ პირობებში გამოცდამ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამცირა. დაბალი მეტაბოლიზმი არ ახანგრძლივებდა მათ სიცოცხლეს, მაღალი ტემპერატურა კი ამცირებდა მას“, — თქვა პროფესორმა ჯონ სპიკმენმა.
შედეგად, ჩინელი მკვლევრების ნაშრომმა სიცოცხლის ხანგრძლივობის გამომწვევ მიზეზებზე ზოგადი წარმოდგენა შეცვალა. გამოდის, სხეულის ტემპერატურა მეტ გავლენას ახდენს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ვიდრე მეტაბოლიზმის მაჩვენებლები.