in

იმაზე ცოტას ფიქრობენ სხვები შენზე, ვიდრე გგონია!

გიფიქრია იმაზე ძალიან ბევრი, რა წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეთ სხვებს შენზე? მაშინაც კი, როცა შენთვის არაფერს ნიშნავენ ეს ადამიანები? და უსიამოვნოდ დამღლელს ხომ არ ხდის შენს ცხოვრებას ეს ყველაფერი?

მინდა ზეტლინი, Inc.com-ის კოლუმნისტი საკუთარ ამბავს ყვება: „რამდენიმე დღის წინ მქონდა ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია ლიტერატურულ კაფეში, ერთ-ერთ წიგნზე სასაუბროდ შეკრებისას. მომიწია ვიღაც კაცის პირისპირ დაჯდომა, რომელიც ინტენსიურად იყურებოდა ტელეფონში და თქვა, რომ მას არ ჰქონდა წიგნი წაკითხული, მაგრამ თემა იყო მისთვის საინტერესო. თუმცა, შეხვედრა რომ დამთავრდა, მისი იქ ყოფნის მიზეზი გახდა საეჭვო, რადგან ჯერ მკითხა ჩემს ტაბლეტზე, შემდეკ კი ყავაზე დამპატიჟა. მინდოდა ჯგუფის სხვა წევრებთან საუბარი, მაგრამ მომერიდა მისი. ვიფიქრე, რომ არათავაზიანი საქციელი იქნებოდა, თუ ავდგებოდი და გავაკეთებდი იმას, რაც რეალურად მინდოდა. სასხვათაშორისოდ აღვნიშნე, რომ დაქორწინებული ვიყავი და თანაც მქონდა საქმე, მოვუბოდიშე და გამოვედი სასადილოში. როცა ჩემს შეკვეთას ველოდი მოუთმენლად და ლეპტოპიც მომზადებული მქონდა სამუშაოს შესასრულებლად, მეგონა, რომ ის ტიპი, მიუხედავად ჩემი უარისა, მაინც მოვიდოდა და თავს ვგრძნობდი საშინლად, სიმართლე რომ უნდა მეთქვა, რომ მასთან ერთად ყავას არ დავლევდი იმიტომ, რომ არ მომწონდა და ჩემთვის მინდოდა ყოფნა.

მოცემულ სიტუაციაში ჩემი შფოთვის არანაირი ლოგიკური მიზეზი არ არსებობდა და დავფიქრდი, საერთოდ, რატომ მაწუხებდა ეს თემა. ვეძებე პასუხები და აღმოვაჩინე ემი მორინის, inc.com-ის კოლუმნისტისა და წიგნის, „13 რამ, რაც მენტალურად ძლიერ ადამიანებს არ ახასიათებთ“ ავტორის რამდენიმე წერილი, რამაც გარკვეულწილად, ჩემ მიერ დასმული კითხვის ნიშნები გააქრო“.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, მინდა ზეტლინის პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით:

  • სხვა ადამიანები არ არიან შენი მშობლები
    ალბათ, ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენი საქციელითა და მიღწევებით გავაბედნიეროთ მშობლები და არამხოლოდ. სხვისთვის ბედნიერების მინიჭების იმპულსი ადამიანებში ძალიან ძლიერია, თუმცა ეს არ უნდა იქცეს თვითდესტრუქციის მიზეზად. და თუ ასეა,  ყველას გაბედნიერების მცდელობა მიღწეული იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი უბედურების, დისკომფორტის, უსიამოვნო განცდების ხარჯზე.
  • შენ არ ხარ პასუხისმგებელი სხვების ბედნიერებაზე
    ის იდეა, რომ ყველა გახადო ბედნიერი, არის უტოპიური. რეალურად, მართლა წარმოუდგენელია, რომ ყველას მიანიჭო ბედნიერება. გარდა ამისა, შენს კომპეტენციაში არც შედის სხვების ბედნიერებაზე ზრუნვა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები თავს ვგრძნობთ უფრო კარგად, როცა სხვების კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, სწორი მიდგომა იქნება, რომ საკუთარი სურვილების შევიწროებისა და უგულებელყოფის ხარჯზე არ მოგვიწიოს სხვის კომფორტზე ზრუნვა.
  • შენ პასუხისმგებელი ხარ შენს ბედნიერებაზე
    „ჩემთვის სულერთია“ – როცა შენს სურვილებზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ აკეთო ის, რაც შენს მეგობრებს უნდათ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. თუ ადამიანები შენს ცხოვრებაში იქნებიან ისე, რომ მხოლოდ მათს სურვილებს გაითვალისწინებთ, რას უნდა ელოდონ შენგან? ასეთი ურთიერთობის ბოლო აუცილებლად იქნება შენი აღშფოთება და აუცილებლად მოინდომებ სიტუაციის შეცვლას. ეს კი შენს კომპეტენციაში შედის, რომ არ შექმნა „მისთვის რა მნიშვნელობა აქვს“ მოლოდინები.
  • იმედგაცრუება არ არის უჩვეულო
    ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს იმის შიშით, რომ არ გაუცრუოს იმედები გარშემო ადამიანებს. იმედგაცრუება არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ, აუცილებლად გექნება შემთხვევები, როცა ან შენ ვერ გაუმართლებ სხვებს მოლოდინებს, ან პირიქით, სხვები გაგიცრუებენ იმედს. ამიტომ ამაზეც გამუდმებული ნერვიულობა არის გაუმართლებელი.
  • არავის ხიბლავს უსიამოვნო შემთხვევები
    ზემოთ მოყვანილ ამბავში, უხერხულობის განცდის წინარწმენა იყო პრობლემის ძირითადი ნაწილი. იმ ფაქტმა, რომ მინდა უნდა გასცლოდა კაფეში კაცს და შესაძლოა, მასთან მკაცრად საუბარიც კი გამხდარიყო საჭირო, შეაშინა. საოცარია, რა ხშირად ვრთავთ ნებას საკუთარ თავებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილების, არჩევანის მთავარი ფაქტორი იყოს შიში, წინარწმენა, რიდი.
  • ადამიანები იმაზე ცოტას ფიქრობენ შენზე, ვიდრე გგონია
    წარმოიდგინეთ, რამდენად ეგოისტურია ის აზრი, რომ შენმა უარმა შესაძლოა, ისე გაანაწყენოს ვინმე, რომ ამაზე მოგიწიოს ნერვიულობა. დიდი ალბათობით, ისევ ლიტერატურული კაფეს ამბავს რომ დავუბრუნდეთ, ის ადამიანი მაშინვე დაკარგავდა მინდას ინტერესს, როგორც კი გაიგებდა, რომ ის დაქორწინებულია. თუმცა, ხომ ვიცით, მინდამაც როგორ განიცადა ეს ამბავი. დიდი შანსია იმისა, რომ ადამიანები ბევრად უფრო ნაკლებს ფიქრობდნენ ჩვენზე, ვიდრე ეს თავად გვგონია.

წყარო: Inc.com



3D პრინტერი დამწვარი კანის აღსადგენად? – UPDATE

როგორ შევცვალოთ საქმისადმი ჩვენი ინდიფერენტული დამოკიდებულება?!