in

სხვების დახმარებისას ჩვენი მენტალური მდგომარეობა უმჯობესდება — კვლევა

M2
M2

როგორ შევძლოთ კეთილდღეობისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ოპტიმიზაცია? — ეს არის კითხვა, რომლის განხილვასაც სხვადასხვა პერსპექტივიდან ცდილობდნენ მკვლევრები.

პანდემიის სოციალურმა ზემოქმედებამ კი ბევრი ადამიანი აიძულა, მეტად ფოკუსირებულიყვნენ მენტალურ ჯანმრთელობაზე და ზოგადად, „ბედნიერების ძიებაზე“. გასულ წელს კი მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა, გამოეკვლიათ გზა, რომლითაც კეთილდღეობის გაუმჯობესება, შფოთვისა და დეპრესიის მზარდი გრძნობების შემცირება შეიძლება.

კვლევის ფარგლებში ორი ტიპის ადამიანები შეკრიბეს: 1) ისინი, ვინც მთელ ფულს, დროსა და სხვადასხვა რესურსს საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავს (ფრჩხილების მოწესრიგებით დაწყებული, საყვარელი ფილმების ყურებით დამთავრებული) და 2) ისინი, ვინც ყველაფერს სხვებისთვის აკეთებდნენ (იქნებოდა ეს ვინმესთვის კარის გაღება თუ საქველმოქმედო ფონდის დაარსება). 

ამასთან, ორივე შემთხვევაში ადამიანები ძირითადად ყოველდღიურად ასრულებდნენ მარტივ, იაფ აქტივობებს. როგორც მიღებულმა შედეგებმა ცხადყო, მათი კეთილდღეობა, ვინც სხვებს არ ეხმარებოდა, არ იზრდებოდა. ხოლო მათთვის, ვინც ჩვეულებრივი რუტინის მიღმა სხვებსაც ეხმარებოდნენ, მეტ სტიმულს იღებდნენ კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი დაკვირვების მიხედვით, როდესაც ენერგიას სხვა ადამიანებზე ვხარჯავთ (განსაკუთრებით, წარუმატებლებზე), ჩვენი პრობლემები ნაკლებად მწვავედ გვეჩვენება. გარდა ამისა, სხვების დახმარება მათთან დროის გატარებას, ურთიერთობების დამყარებასა და განმტკიცებას ნიშნავს — ძლიერი სოციალური ურთიერთობები კი ბედნიერების ერთ-ერთი გასაღებია.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ აზრიანი ცხოვრება არის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილი. სავარაუდოა, რომ თქვენი შეზღუდული რესურსებისა და ენერგიის სხვა ადამიანებზე დახარჯვამ, შეიძლება, ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელობის გრძნობას, გახადოს ცხოვრება უფრო სრულფასოვანი და ღირსეული.

ამის საპირისპიროდ, ყველანაირი რესურსის მხოლოდ საკუთარი თავისთვის გამოყენებას — იქნება ეს დრო, ფული თუ ძალისხმევა, იმავე სარგებელი არ მოაქვს. 

ხოლო დამატებითი კვლევის ფარგლებში, რომელიც იმის გარკვევას ემსახურებოდა, არის თუ არა ყველა სიკეთის აქტი პოზიტიური ემოციების გამაძლიერებელი, სამი ფაქტორი გამოიკვეთა. თითოეული მათგანი გარკვეულ საქმიანობას განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის:

  1. რაღაცის კეთება ჩვეულებრივი რუტინის მიღმა — მაგალითად, მეზობლის ექიმთან წაყვანა უფრო მეტად აისახება თქვენს ბედნიერებაზე, ვიდრე ჩვეულებრივი აქტივობები, როგორიცაა მეუღლის დახმარება კერძების მომზადებაში.
  2. მნიშვნელოვანია შეცვალოთ კარგი საქმეები, რომლებსაც აკეთებთ — მაგალითად, ერთ დღეს შეიძლება დაეხმაროთ კოლეგას დავალებების შესრულებაში, მეორე დღეს კი დისშვილს დაუთმოთ დრო, რათა ფეხბურთის თამაში ასწავლოთ. მარტივად, მრავალფეროვნება აუცილებელია.
  3. ბედნიერება იზრდება, როდესაც დადებით უკუკავშირს იღებთ — იმის ცოდნა, თუ როგორ დაეხმარეთ ვინმეს ან მათგან მადლიერების გამოხატვა დადებით გრძნობებს აძლიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ კარგი საქმეები არ არის ემოციური მოთხოვნილებების უნივერსალური განკურნება, სიკეთის ყველა ეს მცირე მოქმედება შეიძლება ემთხვეოდეს ძველ გამონათქვამს, რომ სხვების დახმარებით, შეგიძლიათ, საკუთარ თავს დაეხმაროთ.

რას უნდა მიანიჭოთ პრიორიტეტი დაქირავების პროცესში?

სახლს საკუთარი აზრი გააჩნია — Ikea-ს ახალი კამპანია